FM97.5 / LIVE

სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს

მთავარისიახლე, განათლება 11.06.2019
სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების იმ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ (100 000 ქულამდე), სახელმწიფო სარეზიდენტო მომზადებას სრულად დაუფინანსებს.

სამედიცინო უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო რეზიდენტურას სრულად დაუფინანსებს
ფოტო: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ამასთან, გაფართოვდა იმ საექიმო სპეციალობის მაძიებელთა წრე, რომელთა დიპლომის შემდგომ მზადებასაც აკრედიტირებულ დაწესებულებაში ჩარიცხულ მაძიებლებს სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს. ეს სპეციალობებია: პათოლოგიური ანატომია, ფსიქიატრია, ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია. ცვლილებებს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ითვალისწინებს.

პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები სამედიცინო ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებული მდგომარეობის ანალიზისა და დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით შეირჩა.

ქვეყნის მასშტაბით ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები 11 ივნისს დაიწყო. სხვადასხვა პროფილით, დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე 753 მაძიებელი დარეგისტრირდა. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მაძიებლები მიიღებენ უფლებას, დიპლომისშემდგომი მზადება სახელმწიფოს მიერ აკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძონ.

რაც შეეხება სასერტიფიკაციო გამოცდას, საგაზაფხულო სესიაზე 710 მაძიებელია დარეგისტრირებული. გამოცდის შედეგები წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, რომელიც დადებითი საგამოცდო შედეგის მქონე მაძიებელს შესაბამის სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლებას მიანიჭებს.

სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას პირადად აკვირდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა.

ინფომაციას 1tv.ge – ავრცელებს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

38 სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დაიწერა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო
პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების მონიტორინგი დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციის სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო