FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოვლინდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2019
სამ თვეში, საქართველოში 165 კგ. უკანონოდ მოპოვებული თევზი ამოიღეს. სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი დაფიქსირდა.

სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ხუთი ფაქტი გამოვლინდა

2019 წლის მაისიდან 14 აგვისტომდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო თევზჭერის 147 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 93 ფაქტი შეიცავდა.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 47 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა;

ქვემო ქართლში - 18;

კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 14;

სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12;

შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა;

გურიაში 9 ფაქტი;

მცხეთა-მთიანეთში - 8.

აჭარაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი გამოავლინეს;

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3;

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა;

ხოლო შავ ზღვაზე - 4 ფაქტი.

2019 წლის 01 მაისიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 165კგ-მდე შეადგინა.

უკანონო თევზჭერის იარაღები დაილუქა, საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2018 წელს სამცხე–ჯავახეთში უკანონო თევზჭერის 22 ფაქტი გამოვლინდა
ახალციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 100 ფაქტი გამოვლინდა
ქვაბისხევში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
სამცხე–ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 422 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში სექტემბერში გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 50 ფაქტი გამოვლინდა
ფარავნის ტბაზე უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა