FM97.5 / LIVE

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ ®

მთავარისიახლე, რეკლამა 07.08.2019
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სოფლებში - აწყურში, ტყემლანაში, თისელში და ქალაქ ვალეში მოსახლეობას შეხვდნენ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ ®

ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები კახა ოქრიაშვილი, სიმონ ნოზაძე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. კერძოდ: გასულ წლებში სოფელ აწყურში მოეწყო სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, სატუმბი სადგური, გარე განათება, სკვერი, საყრდენი კედელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კულტურის სახლსა და მუსიკალურ სკოლას, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი. მიმდინარე წელს აქტიურად გრძელდება აწყურის ციხისა და კათედრალის რეაბილიტაცია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი მოსახლეობის გადაწყვეტილებით სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება.

სოფელ ტყემლანაში მოეწყო სკვერი და სოფლამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კი სამეურნეო დანიშნულების შენობა აშენდა და სველი წერტილი ეწყობა.

სოფელ თისელში გასულ წლებში მოეწყო გარე განათება, სასაფლაო შემოიღობა და შიდა გზები მოიხრეშა. მიმდინარე წელს კი ამბულატორია კეთდება და გარე განათების მოწყობა გრძელდება.

სხვადასხვა სახის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა ვალეში. კერძოდ: რეაბილიტირდა კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი, მუსიკალური სკოლა, №1 საჯარო სკოლა, სკვერები, სარწყავი და სანიაღვრე არხები, სატუმბი სადგური, გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, შიდა ქუჩებზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები. მეორე შახტის დასახლებაში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავს. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უტარდება სასმელი წყლის შიდა ქსელს და სარწყავს სისტემას. №2 საჯარო სკოლაში კი ცენტრალური გათბობა ეწყობა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ ®

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ ®

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ ®

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ®
ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მოსახლეობას შეხვდნენ ®
ახალციხის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება ®
ადიგენის სოფლებში ასფალტი იგება
წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია  გრძელდება ®

აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება [R]
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®