FM97.5 / LIVE

‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

მთავარისიახლე, განათლება 23.07.2019
„დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხს, ენათმეცნიერები ახალციხიდან ეხმაურებიან. ინიციატივას სამეცნიერო წრეებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი სახელმძღვანელოს მხოლოდ სათანადო ადაპტირების შემთხვევაში დაბრუნების მომხრეა, ნაწილი კი ინიციატივას ცალსახად მიესალმება.

‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

იამზე ზედგინიძე ათწლეულებია რაც ახალციხის პირველ საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

„ყველაზე კარგი მაღლაკელიძის მიერ გადამუშავებული გოგებაშვილის დედაენა იყო. ეს წიგნი ბავშვისთვის უნდა იყოს ფერადი, მსუბუქი და გასაგები, ძველი ვერსიები ბავშვებისთვის რთული აღსაქმელი იყო,” - ამბობს იამზე ზედგენიძე და ამატებს: „მაღლაკელიძის მიერ ადაპტირებული „დედაენის“ არჩევა პედაგოგებს ახლა არ შეუძლიათ, გრიფირებული აღარაა. ამიტომ ამ წიგნით ბავშვებს ვეღარ ვასწავლით. როგორი იქნება ახალი სახელმძღვანელო, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ბერიძე, „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების ინიციატივას ემხრობა. პროფესორი ხაზს უსვამს გოგებაშვილისეულ მეთოდს: „ამ ინიციატივას მივესალმები. ენა ვითარდება და ლექსიკა იცვლება, ეს ბუნებრივია. არც გოგებაშვილის „დედა ენაა“ დოგმა, იქაც შეიძლება სიახლეების წარმოდგენა. აქ ძირითადი პრინციპი გოგებაშვილის მეთოდია. იქ ისეთი ლექსიკაა წარმოდგენილი, რომელიც ენის ძირითად ლექსიკურ ფონდს ეკუთვნის და დაახლოებით ორი-სამი ათასი წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. მაგალითად, თოხი, ია, მამალი და ასე შემდეგ“.

ამავე უნივერსიტეტის კიდევ ერთი პროფესორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სახელმძღვანელოს ადაპტირება მოხდეს. „რა სახითაც დაიწერა, იმ სახით სკოლებში შეტანა, ამდენი ხნის შემდეგ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. თუ მისი თანამედროვე ეპოქისთვის ადაპიტრება მოხდება, მაშინ შეიძლება“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი ქეთინო გრძელიშვილი.

სექტემბრიდან, „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების შესახებ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 15 ივლისს განაცხადა.

ინიციატივას პირველი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლებისა და კიდევ ბევრი რამის მინისტრი, მავნებლობას ჩადიან, როდესაც სკოლაში გოგებაშვილის სახელმძღვანელოს აბრუნებენ. ენა ყოველღიურად იცვლება და ბავშვმა თანამედროვე ენა უნდა ისწავლოს. დაბრმავება არ იკმარეს და ახლა ჩვენს შვილებს დამუნჯებას უპირებენ. ბატონო ლინგვისტებო, მეცნიერებო, ამოიღეთ ხმა ამ უვიცობის წინააღმდეგ!“.

1865 წლის შემდეგ იაკობ გოგებაშვილმა სახელმძღვანელო 33-ჯერ განაახლა და ხელახლა გამოსცა. "დედა ენა“ კი 1876 წლის რედაქციას უწოდა. მანამდე გამოცემულ სახელმძღვანელოებს „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ ერქვა.

ენათმეცნიერ ქეთო ნინიძის წერილი, სახელწოდებით „გოგებაშვილის მეთოდის პარადოქსი“, სადაც ის „დედა ენის“ შექმნისა და მისი შინაარსის გააზრებას გვთავაზობს, 2018 წელს გამოქვეყნდა. ტექსტში ვკითხულობთ: „მასწავლებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გოგებაშვილის მეთოდი უნიკალური და შეუცვლელია, მშობლების უმრავლესობა კი შიშობს, რომ მათ შვილებზე ცდებს ატარებენ. ჰიპოთეტურად, ამგვარ სკეპტიციზმს დაატეხდა თავს ქართული არისტოკრატია 25 წლის იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც სწავლების ტრადიციული მიდგომების ნაცვლად, მაშინდელი ევროპის ყველაზე პროგრესულ მეთოდებზე გაასწორა პირველი ქართული დედაენის „ფოკუსი“. დიახ, გოგებაშვილის „პირველი საკითხავი წიგნი“, სწორედ რომ, ნოვატორული და ექსპერიმენტული სახელმძღვანელო იყო. ის თანმიმდევრულად იზიარებდა ბავშვზე ორიენტირებული განათლების ფილოსოფიას და გაცილებით პროგრესულ მიდგომებს ეფუძნებოდა, ვიდრე ჩვენი თანამედროვე დედაენები“.

„დედა ენის“ სკოლაში დაბრუნებას ფილოლოგი ჩვენთან საუბარში პოპულიზმს უწოდებს: „ამაზე საუბარი 2011 წელს, არჩევნების წინაც დაიწყეს. ამიტომ არ ვიცი, ეს საკითხი როგორ შევაფასო პოლიტიკური კონტექსტის გარეშე. როგორც ადრე, ახლაც ინიციატივის მიზანი ბუნდოვანი და გაურკვეველია“.

ნინიძე „დედა ენის“ თანამედროვე ბავშვებისთვის შეუთავსებლობაზე საუბრობს: „მაშინ, როდესაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჩამოყალიბდა და შვილი სახალხო სკოლაში უნდა მიეყვანათ, ბევრი თვლიდა, რომ განათლება კარგს არაფერს მოუტანს გლეხს, რომ წიგნი ერთგვარი მახეა რწმენის წინააღმდეგ და დიდი გამოწვევის წინაშე იდგა გოგებაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა, ბავშვი კალოზე და თოხზე საუბრით დაეინტერესებინა, რადგან მაშინ ამასთან იყო დაკავშირებული მათი საქმიანობა. ამოსავალი წერტილია, რომ ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლობელი უნდა იყოს. გოგებაშვილს, საუკუნის შემდეგ, ისევ ამაზე შექმნილი წიგნი რომ ენახა, ამას თვითონ დასცინებდა“.

განათლებისას და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლებს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ძირითად ან დამხმარე სახელმძღვანელოდ არჩევის შესაძლებლობა ექნებათ: „მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც შეტანილია სკოლაში. პედაგოგები წყვეტენ, რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ იმისთვის, რომ ბავშვს ასწავლონ“.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია დედა ენის ადაპტირებული ვერსიით დაბრუნებაზე. ადაპტირების პრინციპები მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა, თუმცა რა ადაპტირდა წიგნში, ცნობილი არაა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რას ფიქრობთ გოგებაშვილის ‘დედა ენის’ სკოლაში დაბრუნებაზე? [ვიდეო]
სექტემბრიდან გოგებაშვილის 'დედა ენა' სკოლებში დაბრუნდება
დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს
საფეხური: უნდა დაბრუნდეს თუ არა 'დედა ენა' სკოლებში [Audio]
14 აპრილს დედა ენის დღე აღინიშნება

არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ