FM97.5 / LIVE

ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

მთავარისიახლე, სამართალი 02.07.2019
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა. ამ მიზნით, დეპუტატს გასაკონტროლებლად ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ.

ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ, უცვლელად დატოვა.

ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გაასაჩივრა. მან სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის სამართალდამცავი ორგანოს თანხმობის გარეშე დატოვების აკრძალვისა და სამომავლოდ შესაძლო მოწმის სტატუსის მქონე პირთან კომუნიკაციის აკრძალვის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც კონდახიშვილი აცხადებს, ის, რაც მელიასთვის დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, რაც პარლამენტის წევრის შეუფერხებელ საქმიანობას გულისხმობს.

სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალდებამაც. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორი თავის შუამდგომლობაში განმარტავდა, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, ნიკა მელიას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე გამოყენებულია გირაო და ამის ფონზე ჩაიდინა მან ახალი დანაშაული, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ბრალდებულის სათანადო ქცევა ვერ უზრუნველყო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
ფოფხაძე: 'მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას'
ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი აღარ იცავს
'თუ დამნაშავეა, დაისჯება'– გიორგი კოპაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს წარუდგენს