FM97.5 / LIVE

ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს ®

მთავარისიახლე, რეკლამა 27.06.2019
დღეს, 27 ივნისს საზეიმო ლენტის გაჭრით აღინიშნა ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება.

ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს ®

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ეზო, მოეწყო ახალი ღობე და შესასვლელი კარი. საზეიმო ლენტა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ გაჭრეს. ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი სტუმრები სასკოლო მზაობის ჯგუფის გამოსაშვებ ღონისძიებასაც დაესწრნენ.

დღევანდელი ფერადი და ულამაზესი სანახაობით კიდევ ერთი ჯგუფი დაემშვიდობა საბავშვო ბაღის კედლებს. ღონისძიებაზე, სახელწოდებით „ჩვენი ბედნიერი ბავშვობა“, ბაღის აღსაზრდელები, პედაგოგები და მშობლები საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ.

პატარებს ბაღის დასრულება და ახალ სამყაროში შესვლა მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა ციცი საანიშვილმა და სხვებმა.

თავის მხრივ, მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და პატარების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის მუნიციპალიტეტის მერიას, ბაღის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს მშობლებმა. ახალი სასწავლო წლიდან, ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღიდან 95 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს.
ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს ®

ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს ®

ახალციხის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ თამაშს ®

[img=none]http://old.sknews.ge/uploads/posts/2019-06/1561649588_bagi.jpg[/img


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაგა–ბაღის აღსაზრდელები სტუმრად ბიბლიოთეკაში
ახალციხის მერიამ ბაგა–ბაღის აღსაზრდელები ნაყინით დაასაჩუქრა
ახალციხეში ბაგა-ბაღის ოცამდე ბავშვი და პედაგოგები  თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს
ბაგა–ბაღის პედაგოგებმა მასწავლებელთა დღე აღნიშნეს [photo]
ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა