FM97.5 / LIVE

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის ნაცვლად, ნოემბერში დასრულდება. პროექტში ცვლილებების შეტანის მიზეზი კლიმატური პირობები გახდა.

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება

ობსერვატორიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია, გასული წლის ივნისში დაიწყო. როგორც, „სამხრეთის კარიბჭეს“ მუნიციპალური განვითრების ფონდში განუმარტეს, სამშენებლო კომპანიებმა სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლება, წელს ცივი კლიმატური პირობების გამო, მარტის ნაცვლად მაისიდან შეძლეს.

„გარდა ამისა, ობსერვატორიის ადმინისტრაციამ გვთხოვა პროექტში გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა, ამის გამო 20 ნოემბრისთვის დასრულდება სამუშაოები“, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ამ დროისათვის, აბასთუმნის ობსერვატორიის მთავარი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობას. როგორც დაწესებულების დირექტორი მაია თოდუა აცხადებს, სამუშაოებს ვიზიტორების მიღებაზე ხელი არ შეუშლია: „გვაქვს კიდევ ერთი ტელესკოპი და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, გვყავს ექსკურსიებიც“.

ობსერვატორიის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი 3 მლნ–მდე ლარით აფინანსებს. პროექტი ითვალისწინებს, დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა. გ

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ABEKA" და შპს "პალადა" ახორციელებენ.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

ნახეთ მასალა,როგორი იქნება აბასთუმნის ობსერვატორია რეაბილიტაციის შემდეგ.

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა [ფოტო]
ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
როგორი იქნება აბასთუმნის ობსერვატორია რეაბილიტაციის შემდეგ [Photo]
რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აბასთუმნის საბაგირო მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს [ფოტო]
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა