FM97.5 / LIVE

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.08.2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კურორტ აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მონიტორინგის მიზნით, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
აბასთუმანში, ობსერვატორიის, ისტორიული ხის სახლებისა და საირმე-აბასთუმნის გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც მომავალი წლის ბოლოს დასრულდება, მოიცავს დიდი ტელესკოპის შენობის სრულ რეაბილიტაციას. აქვე განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე, მოეწყობა საგამოფენო-სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობისმი მდებარედ, დასახლებული ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

პარალელურად, დაბა აბასთუმანში, 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია, მე-19, მე-20 საუკუნეებში აგებული სახლების პირვანდელი სახით აღდგენა.

წესრიგდება ასევე კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურა - აბასთუმანი-საირმის გზის 3,2 -კილომეტრიანი მონაკვეთი, ბაღდათი-აბასთუმნის 60-კილომეტრიაი გზის პროექტის ნაწილია. ბაღდათი-აბასთუმნის გზისრეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს (დაახლოებით 90-120 წუთი) საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთის საზღვრამდე.

„აბასთუმნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული, გარდა ისტორიული ხის სახლების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ტურისტული მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სრული რეაბილიტაციისა, სამინისტრო ახორციელებს საგზაო პროექტებს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის, ისტორიულ მნიშვნელობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა აბასთუმანში სტუმრობისას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ეტაპზეა და როდის დასრულდება  ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა [ფოტო]
როგორი იქნება აბასთუმნის ობსერვატორია რეაბილიტაციის შემდეგ [Photo]
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ბაღდათი–აბასთუმნის გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმნის საბაგირო მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს [ფოტო]