FM97.5 / LIVE

ერთ–ერთი დაკავებული საკრებულოს დეპუტატის შვილია

მთავარისიახლე, სამართალი 13.06.2019
ბორჯომში, ავტოგასამართი სადგურის ძარცვისა და წაღვერთან მოკლული კაცის ავტომობილის დაზიანებისათვის ბრალდებული პირებიდან ერთი, სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შვილია.

ერთ–ერთი დაკავებული  საკრებულოს დეპუტატის შვილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით სამი პირი დააკავა, საიდანაც ერთი არასრულწლოვანი, 2002 წელს დაბადებული, სამცხე–ჯავახეთის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შვილია.

„გუშინ დააკავეს და როგორც ვიცი, 178-ე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. რა მოხდა, საერთოდ არ ვიცი“, – გვითხრა საკრებულოს დეპუტატმა.

მკვლელობასა და ძარცვაში ბრალდებული სამივე პირი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან არის. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ბაკურიანში მერის წარმომადგენელი გოჩა გობრონიძე ამბობს, რაიმე მსგავს ქმედებაში ახალგაზრდები შემჩნეული არ ყოფილან.

„ვიცი ეს ბავშვები, მაგრამ რა გითხრათ, ბაკურიანში არაფერი გაუფუჭებიათ, პოლიციის ან ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ რომ ყოფილიყვნენ. ჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან. გუშინ რა მოხდა წაღვერთან, მე არაფერი ვიცი“, – ამბობს გოჩა გობრონიძე.

გამოძიებით დადგინდა, რომ გუშინ, 12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ აკაკი პაპიძეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა; ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. აკაკი პაპიძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გარდაცვლილი, წარმოშობით, ახალციხის სოფელ თისელიდან არის, თუმცა ბოლო წლებში ბორჯომის გარეუბან არდაგანში ცხოვრობდა და წაღვერის მიმდებარედ ჯიხური ჰქონდა, სადაც ვაჭრობდა.

როგორც შსს–ს განცხადებაშია ნათქვამი, აკაკი პაპიძეზე თავდასხმის შემდეგ, ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა.

განზრახ მკვლელობის და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაულები 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ წაღვერთან მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით 3 პირი დააკავა [ვიდეო]
სასამართლოში ერთ–ერთი დეპუტატის შვილის საქმე განიხილეს
მკვლელობისა და ძარცვის ბრალდებით  დაკავებულებს  აღკვეთის ღონსძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ასპინძაში შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს
შსს–მ სამცხე–ჯავახთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით  სამი პირი დააკავა