FM97.5 / LIVE

სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს ფოკას ეწვევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.05.2019
სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში ჩავა, საქართველოს პრეზიდენტი წმინდა ნინოს გზის გავლას გეგმავს.

სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს ფოკას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზის გავლას აპირებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ღონისძიებაზე სახელწოდებით „კულტურული მარშრუტები - საქართველო, ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებაზე კულტურულ მარშრუტებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ახალი მარშრუტები წარადგინეს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა კულტურულ მარშრუტებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით: "ჩვენი გეზია ევროპაში შევაღწიოთ ყველა საშუალებით და ამ გზაზე ვერავინ ვერ გაგვაჩერებს".

მისი თქმით, ამიტომ გვჭირდება ძალიან ბევრი გზა, რომელიც "ევროპას შემოიყვანს ჩვენში და დაანახებს მას რა არის საქართველო და ამ მიმართულებით ეს კულტურული მარშრუტები ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ინსტრუმენტია".

პრეზიდენტის განცხადებით, ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც: "ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა. ამ მარშრუტების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს არქეოლოგიის, ტრადიციების, რელიგიის მიმართულება, რადგან დღეს ევროპაში პილიგრიმობის გზით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და მეც ვაპირებ, პირველ ივნისს წმინდა ნინოს გზას გავივლი", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფოკაში ნინოობას აღნიშნავენ
სალომე ზურაბიშვილი ადიგენსა და ბორჯომს ეწვევა
პრეზიდენტი და პრემიერი 'წმინდა ნინოს გზის' მსვლელობას შეუერთდნენ [ფოტო]
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანზე: 'აქ მიდის სერიოზული ინფრასტრუქტურული განვითარება'
სალომე ზურაბიშვილი: 'მსურს პრეზიდენტის ფონდიდან ახალგაზრდებს დავეხმაროთ'[R]
სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
'საქართველო–სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს'– ზურაბიშვილი