FM97.5 / LIVE

ფოკაში ნინოობას აღნიშნავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2019
ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინოობის აღსანიშნავად წირვა აღევლინება. ადგილზე ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

ფოკაში ნინოობას აღნიშნავენ

დღეს, 1-ელ ივნისს, წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, ღია ცის ქვეშ წირვა 10:00 საათზე დაიწყო. ლიტურგია, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ ადგილას აღევლინება, სადაც გადმოცემის მიხედვით, სომხეთიდან საქართველოში შემოსული ნინო ორი დღის განმავლობაში ისვენებდა.

საზეიმო წირვას სასულიერო პირები და რამდენიმე ეპისკოპოსი აღავლენს. მათ შორის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

ადგილზე ელოდებიან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს.

პრეზიდენტი ნინოწმინდაში წუხელ, 31 მაისს ჩავიდა და რიტუალზე საზეიმო კოცონი თავად აანთო.

ფოკაში ნინოობას აღნიშნავენ

დღეს, სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას დაესწრება, რის შემდეგაც მსვლელობას შეუერთდება, რომლის 2 000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.

პრეზიდენტმა 29 მაისს განაცხადა, რომ ევროპაში პილიგრიმობით ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ტურიზმის ამ კუთხით განვითარება "ევროპას შემოიყვანს ჩვენში".

"ამ გზებით ევროპელები მიხვდებიან რამდენად ევროპულია საქართველო. ეს მარშრუტები მნიშვნელოვანია როგორც კულტურული და ტურისტული კუთხით, ასევე ეკონომიკური და რეგიონული თვალსაზრისითაც. ეს მარშრუტები ჩვენი რეგიონების აღმოჩენა იქნება, რადგან ეს არის რეგიონების პირდაპირი და სწორი განვითარების გზა", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

წმინდა ნინო საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლად ითვლება. ისტორიული წყაროების მიხედვით ის სომხეთიდან შემოვიდა ჯავახეთში და ფარავნის ტბაზე შეჩერდა. სწორედ აქედან იწყებენ პილიგრიმები მსვლელობას. ისინი გზას მცხეთამდე გაივლიან, სადაც წმინდა ნინო დასახლდა.

ფოკაში ნინოობას აღნიშნავენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი ფოკაში იმყოფება
სალომე ზურაბიშვილი პირველ ივნისს ფოკას ეწვევა
პირველი ივნისი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
პრეზიდენტი და პრემიერი 'წმინდა ნინოს გზის' მსვლელობას შეუერთდნენ [ფოტო]
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
საქართველოში წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება