FM97.5 / LIVE

მესხმა კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2019
დღეს, 30 მაისს კათოლიკეები ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობენ. სამცხეში მცხოვრებმა მორწმუნეებმა, დღესასწაული თურქეთ – საქართველოს სასაზღვრო ზონაში არსებულ ბუზმარეთის ეკლესიაში აღნიშნეს.

მესხმა კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [ფოტო]

ადიგენისა და ახალციხის სოფლებში მცხოვრებმა კათოლიკეებმა ამაღლების დღესასწაულზე, ტრადიციულად, ბუზმარეთის ტაძარი მოილოცეს.

საზეიმო წირვა კი არლის, უდისა და ახალციხის კათოლიკური ეკლესიების სასულიერო პირებმა ეკლესიის ეზოს გარეთ, ტყეში აღავლინეს.

ამ დღის ბუზმარეთში აღნიშნვა, სამცხეში მცხოვრები მორწმუნეებისათვის ერთგვარი ტრადიციაა. „ბაბოჩემისგან ასე ვიცი, რომ ეს ეკლესია სასწაულმოქმედია, ბავშვობაში ვისაც კი სიარული შეეძლო, ყველა ფეხით მოვდიოდით. მართალია, იმ დროს, ჩვენთან წირვები არ ტარდებოდა, იმიტომ რომ მღვდელი არ გვყავდა, მაგრამ ყველა ამაღლების დღესასწაულზე მოვდიოდით და ერთად ვლოცულობდით“, – იხსენებს 70 წლის თამარ ნადირაძე.

ბუზმარეთის სახელს ორი ტაძარი ატარებს. ერთი საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და ნაეკლესიარზე 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი სახელმწიფო საზღვრის შიგნით, უახლოესი დასახლებული პუნქტიდან ხუთ კილომეტრშია.

„როგორც კი ეკლესია გამოჩნდება გზაზე, ლოცვას ვიწყებთ და ასე მოვდივართ საზღვრის შიგნით არსებულ ეკლესიამდე. ზოგს, ვისაც შეწირული აქვს, კილომეტრებს ფეხშიშველიც გადიც. ასე მოდიან უდიდანაც, ვალიდანაც და მერე ყველა ერთად ვიკრიბებით. მინდა ეს ტრადიცია გაგრძელდეს“, – ამბობს არლის ეკლესიის მრევლი ეთერ აფრიამაშვილი.

ბუზმარეთის ორივე ტაძარი დღეს მართლმადიდებლური ეკელესიის დაქვემდებარებაშია. კათოლიკე მრევლს ტაძარში წირვა–ლოცვის ჩატარების უფლება არ ეძლევა. საზღვრის შიგნით არსებული ეკლესია ორი კონფესიისთვის სადავო ძეგლია.

ამ ტერიტორიაზე პირველი წირვა არლის კათოლიკური ეკელსიის წინამძღვარმა წარმოშობით ვალელმა მღვდელმა, ზურაბ კაკაჩიშვილმა 2005 წელს ჩაატარა: „ამაღლება იყო მაშინაც, ბევრი ხალხი იყო და ვიფიქრე ამდენი ხალხი ამოვიდა, მეც აქ ვარ – მღვდელი, მაშინ რა უშლის ხელს, რომ წირვა ჩავატარო–მეთქი?! მომდევლო წელს, 2005–ში პირველი წირვა აღვავლინეთ. თავიდან წირვებს საზღვრის შიგნით არსებულ ტაძართან ახლოს ვატარებდით. 2007 წლიდან კი ეკლესიის ეზოს გარეთ გადმოვინაცვლეთ, რადგან ის ტერიტორია მართლმადიდებლურმა მონასტერმა დაიკავა და უფლება არ მოგვცეს ეზოში წირვის ჩატარების“.

ქრისტიანები ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავენ. საეკლესიო სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

მესხმა კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]
წირვა ტყეში ქოლგებით – კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [Photo/Vide]
კათოლიკეებს სადავო ეკლესიამდე მისასვლელად საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს