FM97.5 / LIVE

ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს

მთავარისაზოგადოება 21.05.2015
ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა.

ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს
აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ახალციხეში, ამაღლების ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა დღეს, 21 მაისს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.

წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმიდან არ წასულიყვნენ.

ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. მანამდე უფალმა შეკრებილნი აკურთხა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, თეთრად მოსილი ორი კაცი ეჩვენათ. მათ შეკრებილებს უთხრეს, რომ ასევე იხილავდნენ ზეციდან მომავალ უფალს.

"მოსწავლეები ხედავდნენ ნელ–ნელა როგორ განეშორებოდა მათგან უფალი, თან აკურთხებდა მათ და ღებულობდნენ ამ მადლს. ეს კურთხევა არ დამთავრებულა და დღევანდელ დღემდე გრძელდება, თვითოეულ ჩვენთაგანზე გადმოდის ეს მადლი და მე შევთხოვ უფალს, რომ ეს მადლი უხვად გარდამოდიოდეს თვითოეულ ჩვენთაგანზე და ამ მადლით აღვსილნი ვცხოვრობდეთ მშვიდად, კეთილდღეობით და ყოველთვის ღვთის გზას მივყვებოდეთ", – ამბობს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე.

ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე თეოდორემ მრევლს ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა: "თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო".

ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობს
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo/Video]