FM97.5 / LIVE

ახალციხეში მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

მთავარისიახლე, სამართალი 19.05.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ნ.ფ. ახალციხის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ახალციხეში მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2019 წლის 20 აგვისტოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე ნ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ბ.ბ.-ს დანით გულმკერდისა და ზურგის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ს.ბ.-ს ყელში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის გულმკერდის არეში დანით დაზიანების მიყენებას, თუმცა დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.ბ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2019 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნ.ფ. სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 60 წლამდე კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
ნინოწმინდაში ორი კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ახალციხეში 78 წლის ქალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულ ი.დ–ს  20 წელი მიუსაჯეს
ახალქალაქში ჯოხით მამის ავტომანქანის დაზიანებისთვის, შვილს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა