FM97.5 / LIVE

პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

მთავარისიახლე, განათლება 23.05.2019
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განმარტებით, პროფესიის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილი 500-მდე საპენსიო ასაკის მასწავლებელმა გამოთქვა.

პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

აღნიშნულ საკითხზე სოფო გორგოძემ ბრიფინგი დღეს, 23 მაისს გამართა.

მისი განმარტებით, მასწავლებლობის მსურველების და პრაქტიკოს მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლები ამ რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ“, – განმარტავს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე.

„სამწუხაროდ, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას, ამიტომ ვთხოვთ მათ, რომ თუ უნდათ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება ჯილდოს მიღების რეგისტრაციას, ამის შესახებ მასწავლებელმა სკოლას და რესურსცენტრს უნდა მიმართოს და ცალკე რეგისტრაცია გაიაროს.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება
ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება
მასწავლებელთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია სრულდება
ახალქალაქში სკოლა 165–მა პენსიონერმა მასწავლებელმა დატოვა
30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
მასწავლებელთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია  დაიწყო