FM97.5 / LIVE

რევაზ რევაზიშვილი: ადიგენის პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეწყვეტილი უნდა ჰქონდეთ

მთავარისამართალი 04.09.2013
ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების საქმეს, რომელთაც ყოფილი პატიმარი რომან იაკობაძე ზეწოლაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინსიტროს გენერალური ინსპექცია იძიებს

რევაზ რევაზიშვილი: ადიგენის პოლიციის თანამშრომლებს უფლებამოსილება შეწყვეტილი უნდა ჰქონდეთ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოს მკვიდრი, ყოფილი პატიმარი რომან იაკობაძე ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ადანაშაულებს, რომ მას აიძულებდნენ ნათესავისთვის იარაღი ჩაედო.

საქმეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა იძიებდა, თუმცა იაკობაძემ სამცხე-ჯავახეთის მთავარ პროკურატურას საქმის გამოძიებაზე აცილება მისცა.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეცა: „მათ დაქვემდებარებაშია და სამინისტრო იძიებს მომხდარს“.

რომან იაკობაძის ადვოკატის, საიას იურისიტის, რევაზ რევაზიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაიკითხა: „ის გამოიკითხა საქმის დეტალებზე. სასამართლო პროცესი როდის გაიმართება არ ვიცით, ამაზე საუბარიც არ არის ჯერ-ჯერობით, შესაძლოა ეს იყოს ორი თვის ან ერთი წლის შემდეგ. ეს დამოკიდებულია იმაზე, დამნაშავე პირებს რამდენად მალე დაადგენს გამოძიება“.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ პოლიციელებს რომელთა საქმესაც გენერალური ინსპექცია იძიებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი უნდა ჰქონდეთ, თუმცა ეს ასე არ არის: „რა თქმა უნდა, ეს იწვევს ჩვენს გულისწყრომას, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებს არ ლახავს“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლმა ნინო ცხადაძემ განაცხადა, გენერალური ინსპექცია ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს: „რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ყოფილი გამგებლის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
ასპინძელი პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო
რაში ადანაშაულებენ პროკურატურას ხბოს ქურდობაში ბრალდებულების ადვოკატები?
ბორჯომელ პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტი ცემაში ადანაშაულებს, უფლებამოსილება შეუჩერდა
რა საჩივრით მიმართავს ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი მთავარ პროკურატურას
სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს
ბრალდებული: ‘კალანდაძემ ჯერ სახეში ჩამარტყა წიხლი და მერე ‘სნოს’ ბოთლი მირტყა’