FM97.5 / LIVE

ძიძები შესაძლოა ნებაყოფლობით სერტიფიცირებას დაექვემდებარონ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2019
“ბავშვთა უფლებათა კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში, შესაძლოა, ძიძების სერტიფიცირების პროცესი დაიწყოს. კანონპროექტი პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა.

ძიძები შესაძლოა ნებაყოფლობით სერტიფიცირებას დაექვემდებარონ
ახალციხელი ინგა მაღრაძე ხუთი წელია ძიძად მუშაობს. წლების წინ ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა პროფესიით ვერ დასაქმდა. ამბობს, რომ ძიძების სერტიფიცირების კურსს სიამოვნებით გაივლის, ამით შეძლებს დაკისრებული მოვალეობა უკეთესად შეასრულოს.

"გავთხოვდი, შვილები გავაჩინე, გავზარდე და ჩემი პროფესიით ვეღარ დავსაქმდი. ამიტომ ძიძად დავიწყე მუშაობა. კარგი იქნება ტრენინგები ფსიქოლოგიაშიც, საბაზისო რესურსი რომ გააჩნდეს ძიძას. სხვადასხვა სირთულეების დაძლევისთვის საჭირო ტექნიკის და სავარჯიშოების შესწავლაზეც არ ვიტყოდი უარს“.

თეოს, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს ამბობს, რომ პატარა ქალაქში გამოცდილი ძიძის ნახვა რთულია. სერტიფიცირების საკითხს მიესალმება თუმცა კითხვები მაინც აქვს:“ძიძას შესაბამისი განათლება უნდა ჰქონდეს, თუმცა მოზარდს რისკებისგან მომვლელის სერტიფიცირება რამდენად დაიცავს ვერ გეტყვით“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, ძიძად მომუშავე პირების სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება. კანონპროექტი პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა.

მისივე განმარტებით, „ბავშვთა კოდექსში“ არსებული ჩანაწერი, რომლითაც ძიძების მიერ სერტიფიკატის ნებაყოფლობით აღება შემოდის, მიზნად ბავშვთა უფლებების ამაღლებასა და ამ მიმართულებით, ძიძების სახელმწიფო დონეზე დახმარებას ისახავს.

“ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, განსაზღვრავს დებულება “ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა", – წერია კანონპროექტში.

ბავშვის მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესს ორგანიზებას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
ჯანდაცვის კომიტეტმა 'პრინციპების დონეზე' ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
ვიმუშავებ ძიძად [R]
საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება იწყება
საჯარო სკოლის დირექტორები სერტიფიცირების მეორე ეტაპს გადიან
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს