FM97.5 / LIVE

პრორუსული ორგანიზაცია 9 მაისს ჯავახეთში მსვლელობას აანონსებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.05.2019
პრორუსულმა ორგანიზაციამ „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიებს 9 მაისს მსვლელობის გამართვის თხოვნით მიმართა.

პრორუსული ორგანიზაცია 9 მაისს ჯავახეთში მსვლელობას აანონსებს

9 მაისის მსვლელობის შესახებ წერილი „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ პრეზიდენტის ლიკა ზახაროვას სახელით ახალქალაქის მერიაში პირველ აპრილს შევიდა.

„9 მაისს გამგეობიდან თავისუფლების ქუჩით ვაჩაგან ვანცინიანის ძეგლამდე ნათესავების სურათებით და პატარა დროშების თანხლებით ვაპირებთ მსვლელობასო, როგორც ჩანს უბრალოდ ინფორმაციას გვწავდიან, რადგან ქუჩის გადაკეტვა არ სჭირდებათ. წერილში ეწერა, რომ თავისუფლების ქარტიის შესაბამისად არანაირ აკრძალულ სიმბოლიკას არ გამოიყენებენ“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.
მსგავსი შინაარსის წერილი დღეს, ექვს მაისს შევიდა ნინოწმინდის მერიაშიც.

„წერილს ჯერ საფუძვლიანად არც გავცნობივარ“, – გვითხრა ნინოწმინდის მერმა ანივარდ მოსოიანმა.

იურისტები ამბობენ, რომ თუ მსვლელობისას ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ სიმბოლიკას არ გამოიყენებენ, მათი მსვლელობა არ უნდა შეიზღუდოს.

„საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ მსვლელობას საქართველოს კიდევ სამ ქალაქში აანონსებს. ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძეა, რომელიც პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და სანაცვლოდ ქვეყნის “ევრაზიულ კავშირში” გაწევრიანებას ემხრობა. როგორც ის ფეისბუქ პოსტში წერს, მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

მსვლელობის მაუწყებელი ფოტოები, პრორუსული მოძრაობის „საქართველოს უკვდავთა პოლკის“ ფეისბუქ გვერდზე, ოთხ მაისს გამოჩნდა. მოძრაობა ამავე სახელწოდების რუსული ორგანიზაციის ანალოგია, რომელიც ყოველი წლის 9 მაისს მოსკოვში მსვლელობას მართავს, საქართველოში კი 2017 წლის 9 მაისს გამოჩნდა. წელს „საქართველოს უკვდავთა ჯარი“ მსვლელობას ქვეყნის ხუთ ქალაქში, მათ შორის ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც გეგმავს.

[ავთო ინასარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სუს-მა საბჭოური სიმბოლიკის გამოყენებაზე პრორუსული ორგანიზაციები გააფრთხილა
ახალქალაქში ‘უკვდავი პოლკის’ წევრებმა მსვლელობა გამართეს [ვიდეო]
‘უკვდავი პოლკის’  მსვლელობა ნინოწმინდაში [ფოტო/ვიდეო]
18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას შეუერთდება
რა ღონისძიებებს გამართავს საპატრიარქო 17 მაისს