FM97.5 / LIVE

სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.04.2019
სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება, მას ავტომატური ფოტოგადაღების და ვიდეო-აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა ექნება.“სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება
დაგეგმილი ცვლილებებით, კანონი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკის მეშვეობით, განახორციელოს ფოტოგადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ რომ, ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდარღვევებზე ეფექტური რეაგირება და პრევენცია.

ფოტო და ვიდეო-აუდიო ჩანაწერების შექმნის, შენახვისა და გამოყენების საკითხები თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირდება. ამასთან, აღნიშნულ წესში გათვალისწინებული იქნება აუდიო/ვიდეო მონიტორინგის განხორციელების, მათ შორის გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების წესი, მონაცემთა დამუშავების ვადა, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ზომები, მონაცემებზე წვდომის დონეები, მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის პრევენციის მექანიზმები და სხვა.

“სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსისგან თავდაცვის ინსტრუქციები [ვიდეო] ®
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება
ჟურნალისტებს სასამართლოში გადაღების უფლება დაუბრუნდათ
სექტემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონები ისწავლიან
თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
დაშავებული სამხედრო პირები საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩაერთვებიან