FM97.5 / LIVE

ჟურნალისტებს სასამართლოში გადაღების უფლება დაუბრუნდათ

მთავარისამართალი 26.03.2013
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გოჩა ჯეირანაშვილმა ახალციხელ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის გადაღების წესები გააცნო

ჟურნალისტებს სასამართლოში გადაღების უფლება დაუბრუნდათ

ჯეირანაშვილმა ჟურნალისტებს „საერთო სასამათლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სასამრთლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებას ეხება.

მისი განმარტებით, ვიდეო გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სხდომის გადაღება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ სურს, პროცესს ის ტელევიზია გადაიღებს, რომელსაც უპირატესობა კენჭისყრის შედეგად მიენიჭება.

-„ნებისმიერ ტელევიზიას გადაღებული კადრების გავრცელების ვალდებულება ეკისრება“, - გვითხრა ჯეირანაშვილმა.

რაც შეეხება ფოტო გადაღებასა და აუდიო ჩანაწერის გაკეთებას, ჯეირანაშვილი გვიხსნის, რომ ფოტო გადაღება იმ სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან მოხდება, რომელიც ოპერატორისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა, არც ვიდეო და არც ფოტო გადაღება პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უნდა უშლიდეს: „არ გექნებათ მოძრაობის უფლება, ფოტოს პროცესის დაწყებისას გადაიღებთ და თქვენ ადგილს დაიკავებთ. ამასთან გადაღების პროცესი უხმაუროდ უნდა მიმდინარეობდეს, აპარატს ხმა უნდა ჰქოდნეს გამორთული და არ უნდა ანათებდეს“.

ჟურნალისტს გადაადგილების უფლება არც აუდიო ჩანაწერის გაკეთების დროს აქვს.

-„ჩამწერი გექნებათ იქ, სადაც დაჯდებით, მისი დამაგრების უფლება სხვაგან არ გაქვთ, ანუ ჩაწერას ადგილიდან აწარმოებთ“, - გვიხსნის ჯეირანაშვილი.

აუდიო ჩანაწერის გაკეთების შეთხვევაში წანასწარ მოსამართლესთან შეთანხმება სავალდებულო არა არის, რაც შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებას სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტმა მოსამართლეს ერთი საათით ადრე უნდა შეატყობინოს.

შეგახსენებთ, რომ სასამრთლოში ფოტოგადაღების, კინო-ვიდეო-აუდიო ჩაწერისა და ეთერში გადაცემის წესების შესახებ ცვლილება კანონში 21 მარტს შევიდა.



[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


რატომ არ აძლევენ „სამხრეთის კარიბჭეს“ სასამართლოში ფოტო გადაღების უფლებას

სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება
ახალციხეში ფოტო–ვიდეო სტუდია გაიხსნა
„სამხრეთის კარიბჭე“ სამუშაოდ იწვევს მოქალაქე ჟურნალისტებს
ახალციხის ციხეზე გალაკონცერტი მიმდინარეობს  [ფოტო/ვიდეო]