FM97.5 / LIVE
ინციდენტი ქუთაისში

ინციდენტი ქუთაისში

მთავარისაზოგადოება 07.06.2012
პარლამენტის შენობასთან ხარაჩოს ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტი ქუთაისში

”პარლამენტის უკან მშენებლობაზე ხარაჩოს ჩამონგრევისას ერთი ადამიანი დაიღუპა” - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში. ეს განცხადება მან მასწავლებლის სახლში მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან შეხვედრისას გააკეთა.

ქუთაისის საინფორმაციო სააგენტო ”ნიუპრესის” ინფორმაციით, ამ წუთებში გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ამბობენ, რომ პარლამენტის ნგრევის შედეგად 20–მდე მუშა დაშავებული. თუმცა, იმას, რომ დაშავებულები სწორედ აღნიშნულ ცენტრში გადაიყვანეს არ ადასტურებენ. დაშავებულთა ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

როგორ ”თიესპრესჯი” იუწყება, ქუთაისის მაჟრიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ჩამოინგრა პარლამენტის შენობიდან 100 მეტრში მდებარე მშენებარე დამხმარე შენობა, რომლის ორი სართული იყო აშენებული.

ბობოხიძის ვარაუდით, მშენებლობისას ხარაჩოები არ იყო სანათანადოდ გამაგრებული და მასზე ზედა სართული აშენებამ, კედლის ჩამონგრევა გამოიწვია.

”ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა რომ არ დასრულდეს, ბევრი ადამიანი აგებს პასუხს ”, - ამის შესახებ პრეზიდენტმა 5 მაისს ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრისას, ქვეყანაში მიმდინარე მშენებლობებზე საუბრისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში 2009 წლის 19 დეკემბერს ”დიდების” მემორიალის ნგრევით დაიწყო. მაშინ, მემორიალის აფეთქებისას, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დედა-შვილი დაიღუპა.

ქუთაისის პარლამენტის შენობა დაჩქარებული ტემპებით აშენდა და 26 მაისს იქ პირველი საზეიმო სხდომაც გაიმართა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში ევაკუაცია გამოცხადდა – შენობაში ბომბს ეძებენ
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება
ირაკლი კობახიძე: 'პრეზიდენტმა დაიწყო კამპანია საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ'
ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა დაიწყო
პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული
”ერთსულოვნებამ” დაგეგმილი აქცია გადადო
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა