FM97.5 / LIVE

მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 18.04.2019
დღეს, 18 აპრილს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეცხრეკლასელებმა კონფერენცია „ახალგაზრდები მდგრადი მომავლისთვის“ გამართეს. მოსწავლეებმა მათ გარშემო არსებულ სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკური პრობლემებთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე ისაუბრეს.

მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

დღევანდელი ღონისძიებაში, რომელიც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით მოეწყო, მონაწილეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლა იღებდა. კონფერენციის მიზანი იყო მდგრადი განვითარების საკითხებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობა, მათი გააქტიურება და ამ პროცესებში ჩართულობა.

„კონფერენცია ითვალიწინებს მოსწავლეების ინფორმირებულობას იმ მიზნების და ამოცანების თაობაზე, რომელსაც ითვალიწინებს მდგრადი განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სასკოლო ასაკიდან უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.

მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

კონფერენციას ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მშვიდობის კორპუსის მოხალისეები, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ. მონაწილეებს რესურსცენტრის დირექტორმა მადლობის სიგელები გადასცა. ჟიურის წევრებმა კი რჩეული გუნდი წიგნებით დაასაჩუქრეს.

კონფერენციის მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერლის გიორგი კეკელიძის 23 აპრილის წიგნის ჩუქების დღეს გამოცხადების ინიციატივას შეუერთდნენ,სკოლის დირექტორებმა თავიანთ მოსწავლეებს სამახსოვროდ სხვადასხვა სახის ლიტერატურა გადასცეს. საგანმანათლებლო რესურსცენტისგან საჩუქრად წიგნები მიიღეს ჟიურის წევრებმაც.

მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა
გარემოს პრობლემები და გამოწვევები – მოსწავლეთა კონფერენცია ახალციხეში
მოსწავლეების კონფერენცია ინტეგრაციის თემაზე
სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ თემებზე კონფერენცია გამართეს
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
ახალციხეში 48 კურსდამთავრებულმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მიიღო
სპექტაკლი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით [Photo]