FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.04.2019
ნინოწმინდის მერმა აინივარდ მოსოიანმა სალომე ზურაბიშვილს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ადგილობრივების დაახლოებით 30% –ს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’

დღეს, 13 აპრილს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მერებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, რომელიც საათნახევარს გაგრძელდა, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის მინიჭების საკითხიც წამოიჭრა.

ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი იმედი აქვს, რომ დაკარგული მოქალაქეობის აღდგენაში პრეზიდენტი დაეხმარება.

„ძირითადი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხია. პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამარტივებულად მოხდება, ამისთვის კი ადგილობრივებმა სახელმწიფო ენა იმ დონეზე უნდა ისწავლონ, რომ გასაუბრება გაიარონ, ან ტესტები ჩააბარონ“, – ამბობს ანივარდ მოსოიანი.

მისი თქმით, ნინოწმინდის მოსახლეობის დაახლოებით 30%–ს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, ნაწილი კი ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილი ჯავახეთში წინასაარჩევნოდ, გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, სადაც ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხში დახმარებას დაპირდა.

„ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის ერთ–ერთი წარმომადგენელი დღეს ჩემი ოპონენტია, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე დავიწყე უკვე რამდენიმე წლის წინ, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარი დეპუტატი მუშაობა, ორმაგი მოქალაქეობის კანონზე. ამიტომ ამ წელს კონსტიტუციაში მივიღეთ ცვლილებები, რის შედეგადაც აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა. ასევე მივიღეთ კანონი, რომელიც ამას არეგულირებს. დღეიდან შეგიძლიათ, არა გამონაკლისის წესით, არამედ ჩვეულებრივად, მოქალაქეობის აღდგენაზე შეიტანოთ თქვენი განცხადება“, – უთხრა ორ ოქტომბერს ნინოწმინდაში ჩასულმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივებს.

ნინოწმინდაში გაკეთებული განცხადების გამო, მაშინ, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეთნიკური შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ზურაბიშვილს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც უჩივლა, ორგანიზაცია პრეზიდენტობის კანდიდატს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წესების დარღვევაში ადანაშაულებდა, თუმცა ცესკომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სალომე ზურაბიშვილი სამცხე–ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დილით, პრეზიდენტმა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამცხე–ჯავახეთის მერებთან და მხარის რწმუნებულთან რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა. შემდეგ კი სოფელ ღრელში მცხოვრებ მეფუტკრეს ეწვია. დაგეგმილია შეხვედრა მცირე მეწარმეებთან.

ხვალ, 14 აპრილს პრეზიდენტი ახალქალაქში გაემგზავრება. აქ იგი ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. შემდეგ კი ასევე, "დედაენის დღესთან" დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზურაბიშვილი ნინოწმინდელებს: ‘ელემენტარული ქართულით უნდა საუბრობდეთ’
პრეზინდეტი ღრელში მეფუტკრე ზაზა ივანიძეს ეწვია
ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადებაზე დაწერილი საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა
სალომე ზურაბიშვილი: უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას არ უნდა იწვევდეს
პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებს ხვდება [Photo/Video]
‘თუ გინდათ მოქალაქეობა, ისწავლეთ ქართული’– პრეზიდენტი ეთნიკურ სომხებს მოქალაქეობის აღდგენაზე
პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს