FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადებაზე დაწერილი საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 12.10.2018
ცესკომ სამართლიანი არჩევნების მიერ შეტანილი საჩივარი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, ნინოწმინდაში, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების წესების დარღვევაში ადანაშაულებდა, არ დააკმაყოფილა.

ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადებაზე დაწერილი საჩივარი ცესკომ არ დააკმაყოფილა

„აქამდე მოქალაქეობის მინიჭება იყო მხოლოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ჩემი ოპონენტი, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრაზე მყოფ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას.

ზურაბიშვილის განცხადებაში ISFED საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას ხედავს, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

„ამ განცხადებით დაირღვა საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ განცხადება შეიცავდა უკანონო აგიტაციის ნიშნებს და ასევე შეიცავდა ეროვნული შუღლის გაღვივების საფრთხეს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. პრეზიდენტობის კანდიტადს უფლება არ აქვთ ისეთი პროგრამა ჰქონდეს, რომელიც შეიცავს ომის და ძალადობის პროპაგანდას. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაშვებული იყო“, – გვითხრა სამართლიანი არჩევნების იურისტმა თათია ქინქლაძემ.

თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ISFED-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა. როგორც ცესკოში აცხადებენ, შეხვედრის აუდიოჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს თანასწორობის, ტოლერანტობისა და მოქალაქეობის მნიშვნელობაზე.

„პრეზიდენტობის კანდიდატი საუბრობს თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, მოქალაქეობის მნიშვნელობაზე და ასევე საუბარი ეხება ორმაგი მოქალაქეობის სამართლებრივი რეგულირების საკითხს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად შეისწავლა მოწოდებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ დასტურდება საარჩევნო კოდექსის 45–ე მუხლის მე–3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, შესაბამისად არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძვლები“, – აცხადებენ ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნინოწმინდის ოლქში საჩივარი შეიტანა ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელობამაც, თუმცა ამ დრომდე, ეს საკითხი ოლქს არ განუხილავს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NGO–ები: ნინოწმინდაში ზურაბიშვილის განცხადება ქსენოფობიურია და შუღლს აღვივებს
საია ნინოწმინდის საოლქოს ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადების შესწავლას სთხოვს
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
რას ამბობს ზურაბიშვილი ორმაგ მოქალაქეობაზე საკუთარი განცხადების შესახებ
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
ზურაბიშვილი ნინოწმინდელებს: ‘ელემენტარული ქართულით უნდა საუბრობდეთ’