FM97.5 / LIVE

უნდა ისწავლებოდეს თუ არა გალობა და ხალხური სიმღერა სკოლებში

მთავარისიახლე, განათლება 09.04.2019
პატრიარქის სურვილს, სკოლებში გალობა და ხალხური სიმღერა ისწავლებოდეს, ახალციხელი პედაგოგების ნაწილი პატრიოტულ ინიციატივად აფასებს, უფლადამცველები კი პრობლემას გალობის სწავლებაში ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ეს რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

უნდა ისწავლებოდეს თუ არა გალობა და ხალხური სიმღერა სკოლებში

„რაც კარგ აურას შეიტანს ნებისმიერ სკოლაში, საგალობელი იქნება თუ სხვა რამ, ნამდვილად კარგია“, – ამბობს სოფელ ჭაჭარაქის სკოლის დირექტორი მარინა ოქრომელიძე, თუმცა იქვე დასძენს, რომ სამინისტრომ ჯერ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილება არგუმენტირებულად მიიღოს.

„ქართული ხალხური სიმღერები და გალობა ცუდი რითი იქნება, ბავშვები თავიანთ ისტორიას შეისწავლიან, ისწავლიან სიმღერებს, მათ წარმოშობის ისტორიას“, – გვეუბნება სოფელ წნისის საჯარო სკოლის დირექტორი, ვალენტინა გოგოლაური. მისი აზრით, მუსიკის გაკვეთილებზე ქართული ხალხური სიმღერები საფუძვლიანად ვერ ისწავლება.

სკოლის დირექტორების უმრავლესობა პატრიარქის ინიციატივას მიესალმება, ნაწილის აზრით კი სკოლებში შესული ახალი საგანი სხვა რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეებს უხერხულობას შეუქმნის.

„ჩემთვის მისაღებია, მაგრამ სხვა სარწმუნოების ხალხიც ხომ სწავლობს სკოლებში?! ჩემ სკოლაში არაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად შესაძლებელია, რამე პრობლემა შეიქმნას“, - გვეუბნება ქალაქ ვალის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აზირაშვილი.
განათლების ექსპერტს სიმონ ჯანაშიას გალობის ცალკე საგნად სწავლება არასწორად მიაჩნია: „ხალხური სიმღერების სწავლებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ გალობა, ეს არის საეკლესიო მუსიკა და თუ შეგვაქვს უნდა ვასწავლოთ, როგორც რელიგიების ისტორიის ნაწილი ან უნდა ვასწავლოთ, როგორც კულტურის ნაწილი და არა როგორც ინდოქტრინაციის ნაწილი“. მისი აზრით, სკოლებში მუსიკის სწავლება მოკლებულია პრაქტიკულ ელემენტებს, ამიტომ არა რელიგიური მუსიკისა და გალობის, არამედ საგუნდო ელემენტის დამატება ამ გაკვეთილებს მუსიკალურ ელფერს ნამდვილად შესძენს.

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI-ს) დირექტორის ეკა ჭითანავას თქმით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება პრემიერის კომპეტენციაში არ შედის, ახალი საგნის დანერგვასა და სწავლებაზე გადაწყვეტილება, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს: „ეს არის ცალსახად პოპულისტური განცხადება, რომელიც აქამდე დამკვიდრებული არასეკულარული პრაქტიკის მსგავსად, საქართველოს საპატრიარქოს საშუალებით პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვებას ემსახურება. რაც შეეხება უშუალოდ ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების სწავლებას, მხოლოდ ამ განცხადებიდან გამომდინარე, კონტენტის არცოდნის და სწავლების ფორმის გარეშე, რთულია შეფასება. თუმცა, საჯარო სკოლებში არსებული პრაქტიკიდან გამომიდნარე, ჩვენთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი მუსიკის გაკვეთილებზე ხდება ხოლმე. ქართული საგალობლები, ხალხური სიმღერები, პოლიფონია ეროვნული კულტურული ნაწილია, თუმცა მათი სწავლება რელიგიური ინდოქტრინაციის მიზნით არ უნდა იყოს გამოყენებული“.

გალობა და ხალხური სიმღერები, არა სკოლაში, არამედ არაფორმალურ გარემოში უნდა ისწავლებოდეს, - ფიქრობს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC), თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე: „ინიციატივა ფართო პოლიტიკურ კონტექსტში უნდა დავინახოთ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას აქვს ნდობის ღრმა კრიზისი საზოგადოებაში და ყველა ფორმას იყენებს ამის შესაცვლელად.“

საქართველოს პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, მან პრემიერ– მინისტრს სთხოვა, რომ გალობა და ხალხური სიმღერა საშუალო სკოლის პროგრამაში შევიდეს. პატრიარქის თქმითვე, პრემიერი მის ინიციატივას დათანხმდა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: უნდა ისწავლებოდეს თუ არა გალობა და ხალხური სიმღერა სკოლებში [Video]
სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება
პატრიარქი: პრემიერს ვთხოვე, საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა
ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების ისტორიას ისწავლიან
საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება იწყება

EMC და GDI მოხეში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლიან