FM97.5 / LIVE

'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.03.2019
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი, ასევე, ფსიქოლოგები დაემატება. სოციალური მუშაკების ხელფასი კი 2020 წელს 1 200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1 500 ლარი გახდება.

'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია

„ჯანდაცვის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა, ბენეფიციართათვის იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდება, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. სოციალური მუშაკები და სოციალური მუშაობა საჭიროებს დამატებით რესურსებს, გაძლიერებასა და მხარდაჭერას. ეს პროცესები აქტიურად დაწყებულია 2018 წლიდან. სახელმწიფოს აქვს გეგმა, რომ სოციალური მუშაობა გააძლიეროს, განავითაროს და მათი შესაბამისი ხელშეწყობა უზრუნველყოს, რათა ხარისხიანი სოციალური მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი. ეს გეგმა არის ეტაპობრივი და საჭიროებს შესაბამისი რესურსებს. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომელსაც გაფიცული სოციალური მუშაკები აყენებენ, მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილის შესრულება მიმდინარეობს და ნაწილზე არსებობს სამოქმედო გეგმა", – აცხადებს ბარკალაია.

მისი თქმით, ნაწილობრივ მოგვარებულია ტრანსპორტირების საკითხი. თითოეულ რეგიონს გადაეცა თითო მანქანა, რომელიც 24 საათის განმავლობაში უშუალოდ სოციალური მუშაკების განკარგვაში იქნება: "საჭიროების შემთხვევაში მათ გამოეყოფათ დამატებითი მანქანა. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, გრძელდება მუშაობა დამატებითი რესურსის მოსაპოვებლად და მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან სამინისტროსთვის მანქანების გადმოცემის თაობაზე".

ბარკალაია ამბობს, რომ გაიზრდება ფსიქოლოგების რაოდენობაც: თითოეულ რეგიონში არის თითო ფსიქოლოგი. დაგეგმილია კიდევ ერთი ფსიქოლოგის დამატება თბილისში, თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარეობს რეორგანიზია, რომელიც გააჩენს შესაძლებობას გაიზარდოს ფსიქოლოგების რაოდენობა. ასევე რეოგრანიზაციის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაემატება 12 იურისტი. კონკურსი უკვე გამოცხადებულია. 2019 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დაემატება 50 სოციალური მუშაკი. კონკურსი უკვე დასრულებულია 30 ვაკანტურ ადგილზე. ასევე იგეგმება ყოველ წელს როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი სახელფასო განაკვეთის ზრდა, რომელიც გათვალისწინებული იყო 2018 წელს პარლამენტის მიერ შემუშავებულ საქართველოს კანონში „სოციალური მუშაობის შესახებ“. კანონის მიხედვით 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, ხოლო 2022 წელს - 1500 ლარამდე. უკვე დამტკიცდა ბრძანება „სოციალური სამუშაოს ეფექტური განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული საქმეებისგან სოციალური მუშაკები უკვე გათავისუფლებულები არიან. დაიხვეწება საპროცესო წარმომადგენლობის ბიზნეს პროცესი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში (CCM), ასევე იგეგმება 20 სპეციალიზირებული სოციალური მუშაკის გადამზადდება და ჩართვა საპროცესო წარმომადგენლობაში".

25 მარტიდან სოციალური მუშაკები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფიცულები არიან. ისინი, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან
‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან