FM97.5 / LIVE

სამსახურში აღდგენილი პედაგოგი დირექტორს განათლების სამინისტროში უჩივის

მთავარისიახლე, სამართალი 20.03.2019
ადიგენში, სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორის ქეთვან ობოლაშვილის საქმეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს. სასამართლოს ძალით სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელი დათა დათაშვილი ობოლაშვილს სამინისტროში ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯივისთვის უჩივის.

სამსახურში აღდგენილი პედაგოგი დირექტორს განათლების სამინისტროში უჩივის

საქმე 2017 წელს დაწყებულ დავას ეხება. მაშინ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა სპორტის მასწავლებელი დათა დათაშვილი სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომების გამო გაათავისუფლა. თუმცა, ვიდრე დირექტორი დათაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დაწერდა, იმის შესახებ ჰქონდა თუ არა მას დისციპლინური გადაცდომა, დისციპლინურმა კომიტეტმა არა ერთხელ იმსჯელა, თუმცა დარღვევა ვერცერთხელ ვერ დაადგინა. დათაშვილმა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება გაასაჩივრა, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი 2018 წელს სამსახურშიც აღადგინეს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაურეს.

ერთ–ერთი საკითხი, რაზეც დათაშვილი ობოლაშვილს განათლების სამინისტროში უჩივის, სწორედ მისთვის გადახდილი 5 000–მდე ლარია.

„დირექტორი პასუხისმგებელია ფინანსების სწორად განკარგვაზე, სამეურვეო საბჭომ მას დათაშვილის გათავისუფლებაზე უარი უთხრა, მიუხედავად ამისა, ობოლაშვილმა მაინც გამოსცა გათავისუფლების ბრძანება. რის გამოც, საბოლოოდ სკოლა, 5000 ლარით აზარალა. ზიანი, რომელიც მიადგა სკოლის ბიუჯეტს გამოწვეული იყო დირექტორის ქმედებით“, – ამბობს დათა დათაშვილის ადვოკატი თამარ ნებიერიძე.

გარდა აღნიშნულისა, დათაშვილი ობოლაშვილს კიდევ ორი საკითხის გამო ედავება.

„დეკემბერში კორესპოდენცია გაუგზავნა დათაშვილმა სკოლას, მაგრამ დირექტორმა მის ჩაბარებაზე უარი თქვა. ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა და უფლებამოსილების გადამეტება. დათა საჯარო ინფორმაციას ითხოვდა, ის კი არც გაეცნო შინაარს და წერილი რეგისტრაციაში არ გაატარა“, – ამბობს ნებიერიძე.

მისი თქმით, სკოლაში ფინანსური დარღვევებიცაა: „დირქტორი სარჩევნო პროცესში იყო ჩართული და შვებულებით სარგებლობდა. დაბრუნებიდან მეორე დღეს საკუთარ თავზე და მის შვილზე გამოწერა პრემიები 500–500 ლარის ოდენობით. სკოლის შინაგანაწესში არ წერია, რომ დირექტომა ჯილდო მაშინ უნდა აიღოს, როცა ის საარჩევნო საქმიანობაშია ჩართული“.

აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი ამბობს, რომ მას დათა დათაშვილის საჩივრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც წერილის ჩაბარებაზე უთქვამს უარი: „თქვენგან მესმის პირველად, სხვას ვერაფერს გეტყვით“.

განათლების სამინისტროში განცახადეს, რომ სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლიდან საჩივარი ნამდვილად შევიდა, თუმცა შიდა აუდიტის დეპარტამენტს შესწავლა ჯერ დასრულებული არ აქვს.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის დირექტორმა  პედაგოგის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
დირექტორის არასწორი გადაწყვეტილება აბასთუმნის სკოლას 5 000–მდე ლარი დაუჯდა
აბასთუმნის სკოლის დირექტორს თანამშრომლის სამსახურში აღდგენა იძულებით მოუწევს
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო