FM97.5 / LIVE

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2017
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები მიმართავენ პარლამენტს, არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგელოდ.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები პარლამენტს მიმართავენ

მიმართვაში სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრები საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულ იმ დებულებებს ეხამურებიან, რომლებიც რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლებას და მათ შეზღუდვას შეეხება.

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლს დაამატა და გააფართოვა დაცულ სფეროში ჩარევისა და შეზღუდვის საფუძვლები. თუკი მოქმედი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლბების დასაცავად ითვალისწინებდა, წარმოდგენილ პროექტში მას დაემატა ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელება.

"მიგვაჩია, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საფუძვლების დამატება, როგორებიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება. დასახელბული კრიტერიუმები არ არის განჭვრეტადი და წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცლებელ მიზნებს.

უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ამგვარ საფუძვლებს არ უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ევროპული კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი. ქვეყნის უზენაეს კანონში კი უფლების შეზღუდვის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი საფუძვლების დამატებით, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ძირითადი კანონის, კონსტიტუციის საფუძველზე, რელიგიური გაერთიებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესაბა და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგელოდ", – ნათქვამია განცხადბაში.

განცხადებას ხელს აწერენ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებები:
1. ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის ადმინისტრაცია
2. სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია
3. ეზიდთა სასულიერო კრება
4. ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
5. სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანლები)
6. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
7. სომეხთა კათოლიკე ეკლესია
8. ქართველ მუსლიმთა კავშირი
9. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
10. მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია
11. ევანგელური ეკლესია სიცოცლის სიტყვა
12. ხსნის არმია
13. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
14. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
15. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
16. მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
17. საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
18. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
19. ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია“

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება
რელიგიათა საბჭო პარლამენტს მიმართავს არ დაუშვას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის მიღება

‘თავი შეიკავეთ სიძულვილის ენის გამოყენებისგან’ - ომბუდსმენთან არსებული საბჭოები ყარაბაღის კონფლიქტზე
8 რელიგიური ორგანიზაცია  საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის
რელიგიის სააგენტოს მილოცვა სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიას
ომბუდსმენი: კანონპროექტი 'რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე' გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება
ახალციხეში მიმდინარე აქციას ომბუდსმენი ეხმაურება