FM97.5 / LIVE

დეპუტატს, რომელიც 18–დან ერთ სხდომას დაესწრო, უფლებამოსილებას არ შეუწყვეტენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.03.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველაზე გამცდენი დაპუტატის, კობა გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე არ იმსჯელებს.

დეპუტატს, რომელიც 18–დან ერთ სხდომას დაესწრო, უფლებამოსილებას არ შეუწყვეტენ

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ კურტანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კობა გელაშვილი სხდომებს არ ესწრება, საკრებულოს მუშაობაში აქტიურადაა ჩართული. რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებში მონაწილეობს, ასევე, ესწრება სოციალური კომისიის სხდომებსაც: „კობა სოციალური კომისიის წევრია და იქ დადის, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრიცაა და იქაც აქტიურობს“.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, იმ პირის მიმართ, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში არაა ჩართული, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. ვლადიმერ კურტანიძე კი აცხადებს, რომ საკრებულოს მუშაობა მხოლოდ სხდომებზე დასწრებით არ შემოიფარგლება: „შესაბამისად, ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გაგვაჩნია, რომ გელაშვილის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განვიხილოთ“.

ახალციხის საკრებულოს რეგლამენტის მე–14 მუხლის პირველი ნაწილის ბე ქვე პუნქტის მიხედვით, „საკრებულოს წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს სხდომებსა და საკრებულოს კომისიების მუშაობაში“. აღნიშნულიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ საკრებულო გელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს თუ არ დააყენებს, მისთვის გარკვეული სანქციების გატარებაზე მაინც უნდა იმსეჯლოს.

გელაშვილი წინა მოწვევის საკრებულოშიც ყველაზე გამცდენი დაპუტატი იყო. თუ საკრებულოში მუშაობის სურვილი არ ჰქონდა, რატომ იყარა კენჭი უკვე მეორედ, კვლავ ქალაქის დაპუტატად, უცნობია. გელაშვილმა მას შემდეგ რაც გაიგო რა საკითხზე ვურეკავდით ტელეფონი გაგვითიშა.

შეკითხვებზე, რისი მომცემია მმართველი გუნდისთვის დეპუტატი, რომელიც საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, ან რატომ შეიყვანეს იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, „ქართული ოცნების“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გია კოპაძემ გვიპასუხა: „რატომ გაგახსენდათ კობა გელაშვილი?! ახლა დაინტერესდით ამით?! საკრებულოში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია და გირჩევთ ის იკითხოთ“.

ახალციხის საკრებულოში სოციალური კომისიის ხელმძღვანელი ამბარცუმ ბაბოიანი კი ამბობს, რომ „კობა კარგად იცნობს ქალაქს და ქალაქშიც კარგად იცნობენ მას“.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე ფიქრობს, რომ ნებისმიერ მმართველ პარტიას, ისეთი პირები, რომლებსაც საკუთარ ქალაქში ავტორიტეტი აქვთ, წინა საარჩევნოდ სჭრიდებათ: „არამგონაი კობა გელაშვილი საკრებულოში 400 ლარისთვის იყოს, სავარაუდოდ დასჭირდა ეს ადამიანი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის რომ მას ჰყავს თავისი წრე და აქვს გარკვეული ავტორიტეტი, რაც კარგად გამოიყენა არჩევნებისთვის. საერთოდ, არცერთ მმართველ პარტიას არ სჭირდება წინასაარჩევნოდ ისეთი ადამიანები მათი კონკურენტების, ანუ ოპოზიციონერების მხარეს იყვნენ. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ მათ შემოყვანას თავიანთ რიგებში“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა გელაშვილია
ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოდან გარიცხეს
ახალციხის თემის საკრებულოს 'ბეჯითი' და 'გამცდენი' დეპუტატები [ინფოგრაფიკა]