FM97.5 / LIVE

ჯავახეთში ყარყატები და რუხი წეროები ნაადრევად დაბრუნდნენ [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 13.03.2019
წითელ წიგნში შესული რუხი წეროები გამოზამთრების შემდეგ, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე, იმაზე ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე მოფრინავენ ხოლმე. ასევე, ადრიანად მოფრინდნენ წელს ყარყატები, რომლებსაც ჯავახეთში 'ჩაკლაკებს' უწოდებენ.

ჯავახეთში ყარყატები და რუხი წეროები ნაადრევად დაბრუნდნენ [Photo]
ფოტო: კუკური მეტრეველი


რუხი წეროები ნინოწმინდასა და ახალქალაქში მაშინ მოფრინავენ როცა აქ ტბებზე ყინული დნება. ჯერ ჯავახეთის ტბებზე ყინული ისევაა, თუმცა წეროები უკვე დაბრუნდნენ.

რაც შეეხება „ჩაკლაკებს“, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი მთელი ერთი თვით ადრე მოფრინდნენ. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მცხოვრებლები მათი გამოჩენით იგებენ, ის წელი მათთვის როგორი იქნება.

„ბავშვობაში გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენთან ჩაკლაკები ძველით რვა მარტს თუ არ მოფრინდებოდნენ, ცხრაში მაინც აუცილებლად გამოჩნდებოდნენ, თანაც ყველა ელოდებოდა ნისკარტით როგორი ფერის ნაჭრებს მოიტანდნენ: თუ თეთრი ფერისას, მაშინ მშვიდობიანი და ბარაქიანი წელი იქნებოდა, თუ წითელს,მაშინ ომიანობა ან გვალვა იყო მოსალოდნელი და ყველა შეწუხდებოდა“, – ამბობს ადგილობრივი კუკური მეტრეველი და ამატებს, რომ ამ დრომდე შუაგულ ზამთარში ჯავახეთში ყარყატები არასდროს უნახავს.

ჯავახეთში ყარყატები და რუხი წეროები ნაადრევად დაბრუნდნენ [Photo]
ფოტო: კუკური მეტრეველი


ჯავახეთში ყარყატები და რუხი წეროები ნაადრევად დაბრუნდნენ [Photo]

ჯავახეთში ყარყატები და რუხი წეროები ნაადრევად დაბრუნდნენ [Photo]

ჯავახეთში ყარყატები და რუხი წეროები ნაადრევად დაბრუნდნენ [Photo]

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე' – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
გაყინული ფარავნის ტბა [ფოტო]
‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
როგორი ამინდი იქნება 7 მარტამდე
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს
ჯავახეთში ორ ტბაზე ხელოვნური კუნძულების გაკეთება იგეგმება