FM97.5 / LIVE

ჯავახეთში ორ ტბაზე ხელოვნური კუნძულების გაკეთება იგეგმება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.08.2019
ნინოწმინდაში მადათაფას და ახალქალაქში, კარწახში მდებარე ხოზაფინის ტბაზე ხელოვნური კუნძულები გაკეთდება.

ჯავახეთში ორ ტბაზე ხელოვნური კუნძულების გაკეთება იგეგმება

კარწახის და მადათაფის ტბებთან ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაახლოებით 67 000 ლარი დაიხარჯება. სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციამ ტენდერი ორჯერგამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მადატაფას ტბაზე უნდა გაკეთდეს ფოტოგრაფებისთვის სამალავი კაბინა, ტბაზე მოტივტივე დასასვენებლი პლატფორმა და ხელოვნური კუნძული.

კარწახის ტბაზე გაკეთდება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა და ხის მოტივტივე კუნძული.

სააგენტო მესამედაც აპირებს ტენდერის გამოცხადებას. როგორც ჯავახეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი თამაზ მეტრეველი გვეუბნება, იმისათვის, რომ ხელოვნური კუნძულები გამძლე და დამთვალიერებლებისთვის უსაფრთხო იყოს, პროექტში ცვლილებებში შევა.

„კუნძულები გვინდა, ისეთი გაკეთდეს, რომ გამძლე იყოს. ამ ტბებზე დიდი ყინვებია ხოლმე და ამასაც უნდა გაუძლოს. ეს საქართველოში პირველად კეთდება და ცოტა დახვეწაა საჭირო“,–ამბობს თამაზ მეტრეველი.

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს მიმდინარე წელს 3 363 ვიზიტორი ეწვია.

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 19 თვეში 7 979 ვიზიტორი ესტუმრა
ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 7 თვეში 1 283 ვიზიტორი ესტუმრა
ახალციხის ტბაზე შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ჯავახეთში დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა
ვარხვები მადათაფას ტბაზე [ფოტო]
რა ეღირება ახალციხის ტბაზე ნავით გასეირნება
ახალციხის ტბაზე ველობილიკი დაზიანებულია