FM97.5 / LIVE

‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.07.2019
ახალქალაქში, ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძრის გალავანში, საქეიფო ფანჩატური ჩადგეს. ძეგლის ნანგრევებზე მწვადისთვის მაყალია გამზადებული. ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ მშენებლობა უნებართვოდ განხორციელდა.

‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ფოტო:კუკური მეტრეველი

ჭერულას ტაძრის გალავანში საქეიფო ფანჩატურის მშენებლობა პირველად პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა გააპროტესტა. მისი თქმით, სამწვადე მაყალი ზედ ტაძრის გალავნის ნანგრევებზეა მოწყობილი: „გასულ ზაფხულს ჩადგეს ეს საქეიფო რაღაცა. შემოდგომით რკინები გადავყარე და ახლა უფრო დიდი რკინები მოუტანიათ და დაულაგებიათ. ვერ ხვდებიან, რომ შიგნით ქეიფი არ შეიძლება. აქ ისტორიული მნიშვნელობის ქვებია, საფლავებია და როგორ შეიძლება მათი შეურაცხყოფა?! კომუნისტების დროს მანდ ფერმები იყო, მაგრამ მაშინაც არ იკადრეს ასეთი რამ“, - აცხადებს კუკური მეტრეველი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

მეტრეველი ამბობს, რომ პრობლემის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ერთი წლის წინ მიმართა, თუმცა ამ საკითხს მათგან რეაგირება არ მოჰყოლია. ამიტომ ფანჩატურის მშენებლობის ინიციატორების მოძიება თავად სცადა: „ეს ტაძარი სოფელ ღადოსა და ბუღაშენის სათიბებთანაა ახლოს. ვისაც აქ ხშირად უხდება სიარული, ის დადგამდა. პირადად ვინ გააკეთა, არ ვიცი, სოფლებში ეცოდინებათ. ამიტომ შევუთვალე ამის გამკეთებლებს, მაინც და მაინც ეკლესიაში უნდა იქეიფოთ? გაიტანეთ გალავნიდან და სხვა ადგილზე იქეიფეთ-მეთქი. მე ძეგლი მტკივა, თორე ვინმეს დასჯა კი არ მაინტერესებს“, - ამბობს კუკური მეტრეველი.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ჭერულას ტაძრის პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია. სააგენტოს ზედამხედველობის სამსახური ადგილზე, 24 ივლისს, მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც მეტრეველმა სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტოები გაავრცელა. ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, ფანჩატური ტაძრის იერსახეს არღვევს. ამიტომ ფაქტის მოკვლევა ახალქალაქის თვითმმართველობას დაევალა.

„ჯერ-ჯერობით, ვერ დადგინდა ვინ განახორციელა უნებართვო მშენებლობა. გავარკვიეთ ის, რომ ეს კონსტრუქცია ძეგლის ფიზიკური დაცვის ზონაშია აშენებული და არღვევს მის იერსახეს. ამიტომ დღეს ახალქალაქის მერიას გაეგზავნება წერილი მომხდარი ფაქტის მოკვლევის თხოვნით და ვალდებულების განსაზღვრით, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ამ შენობის დემონტაჟი“, - აცხადებენ სააგენტოში.

ჭერულას XIII-XIV საუკუნის ტაძარი ახალქალაქიდან ბაკურიანის მიმართულებით, ცხრაწყაროს უღელტეხილისკენ მდებარეობს. მეტრეველის თქმით, ძეგლს არანაირი მიმანიშნებელი არ აქვს, რომ მას სახელმწიფო იცავს.

„ჭერულას მსგავს სიტუაციაში, ჯავახეთში სხვა ტაძრებიც არის. მოსახლეობის მიერ თვითნებურად ხდება მათი ხელყოფა. ამიტომ აუცილებელია, თითოეულ ძეგლს აბრა მაინც გაუკეთონ, თუ რესტავრაციას ვერ აკეთებენ. აბრა სჭირდება, რომ ეს ძეგლია და სახელმწიფო იცავს. შესაბამისად, ვიღაც მოერიდება და აღარ მიაშენებს მანდ რაღაცეებს“, - აცხადებს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი.

‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ფოტო:კუკური მეტრეველი

‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ფოტო:კუკური მეტრეველი

‘მე ტაძარი მტკივა’ - ჭერულას ტაძრის გალავანთან საქეიფო ფანჩატური ჩადგეს
ფოტო:კუკური მეტრეველი

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭერულას ტაძართან ფანჩატურის ჩადგმის ფაქტს ახალქალაქის მერია შეისწავლის
ახალქალაქის მერია: ‘ჭერულას ტაძრის გალავანში მდგარი ფანჩატური დავშალეთ’
ჭერულას ტაძრის გალავანში ჩადგმულ ფანჩატურს დაშლიან
ჭერულას ტაძარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება
ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს
ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო
გაყინული ფარავნის ტბა [ფოტო]