FM97.5 / LIVE

'საქსტატის' მონაცემებით თებერვალში ფასები გაიზარდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.03.2019
'საქსტატის' ინფორმაციით, თებერვალში ალკოჰოლზე, თამბაქოზე, სურსათზე, სამედიცინო პროდუქციასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა.

'საქსტატის' მონაცემებით თებერვალში ფასები გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.3 % შეადგინა, რამაც გავლენა იქონია ფასების ცვლილებაზე.

უფრო კონკრეტულად, ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე, ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელებიზე ფასები გაიზარდა 2.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქციაზე: თევზეული (12.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4 პროცენტი);

რაც შეეხება სემედიცინო პროდუქციას და ჯანდაცვის სხვა მომსახურებებს, აქ ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. უფრო კონკრეტულად ფასები გაიზარდა, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.8 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4.1 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი);

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს აქ ფასების 2.0 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.4 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქსტატი: სურსათზე ფასები 13.4%-ით გაიზარდა
საქსტატი: მაისში ფასები ტრანსპორტზე, სამედიცინო პროდუქციასა და ბოსტნეულზე გაიზარდა
საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა
2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა
საქართველოში საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასი 1125 ლარამდე გაიზარდა
ცესკო: გიორგი კოპაძე 60.44, გელა დემეტრაძე 31. 03 პროცენტი
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1 217 ლარია