FM97.5 / LIVE

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

მთავარიეკონომიკა 01.04.2015
2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1433 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია;

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 324 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1109 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-თებერვალში 786 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

"2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 385 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 108 მლნ. აშშ დოლარი იყო (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 277 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 33 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 25, 22 და 26 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 22 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში 28 პროცენტი)", – აცხადებენ საქსტატში.

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-თებერვალში 429 მლნ. აშშდოლარი შეადგინა (2014 წლის იანვართან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 110მლნ. აშშ დოლარი (53 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 319 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 30 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 35, 53 და 28 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27 პროცენტი (2014 წლის იანვარ-თებერვალში 13 პროცენტი).

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა2015 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (224 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (147 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112 მლნ. აშშ დოლარი).

2015 წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 41 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 13 პროცენტი შეადგინა. თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტიც 41 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 13 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფმა გადმოინაცვლა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 34 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11პროცენტი შეადგინა.

2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები იყო, რომლის იმპორტმა 102 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 88 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 77 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7 პროცენტი).

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქსტატი: იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა
2017 წლის იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22 %-ით გაიზარდა
'საქსტატის' მონაცემებით თებერვალში ფასები გაიზარდა
საქსტატი: მაისში ფასები ტრანსპორტზე, სამედიცინო პროდუქციასა და ბოსტნეულზე გაიზარდა
2015 წლის თებერვალში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ იკლო
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები [R]
საქსტატი: აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6% შეადგინა