FM97.5 / LIVE

'სჯობდა ტატუნაშვილის სახელი რქმეოდა' – ვალეში ცენტრალური ქუჩა სტალინის სახელობისაა [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.02.2019
ქალაქ ვალის ცენტრალური ქუჩა ათწლეულებია კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერის იოსებ სტალინის სახელს ატარებს. ადგილობრივების თქმით, ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხი დღის წესრიგში არცერთი ადგილობრივი თვითმმართველობის დროს არ დამდგარა.

'სჯობდა ტატუნაშვილის სახელი რქმეოდა' – ვალეში ცენტრალური ქუჩა სტალინის სახელობისაა [Video]

50 წლის ჯიმშერ დემეტრაძე ვალეში, სტალინის N10 - ში ცხოვრობს და ამბობს, რომ მისთვის სტალინის სახელობის ქუჩაზე ცხოვრება საამაყოა: „ვიცი რა გაუკეთებია, მისი წარსულიც ვიცი, თუმცა ჩვენთვის სტალინი მაინც დიდებული კაცია“.

ჯიმშერის აზრს იზიარებენ მის მეზობლად მცხოვრებლებიც.

„სტალინის ქუჩა უნდა გვქონდეს. ამით გახარებული ვარ“, – ამბობს ოთარ ჩიტაშვილი.

„ამ ქუჩაზე სახლები ინგრევა და მთავარია ეს მოაწესრიგონ, ქუჩა კი თუნდაც ჟუკოვის სახელობის იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს გელა ხითარიშვილი.

ვალეში მცხოვრები ხათუნა ხითარიშვილი ქუჩის სახელწოდებაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ურჩევნია ქუჩა გმირების სახელს ატარებდეს: „ჯობდა თანამედროვე გმირების სახელი რქმეოდა, მაგალითად, არჩილ ტატუნაშვილის“.

განსხვავებულად ფიქრობენ უმცროსი თაობის წარმომადგენლები: „საქართველოს წარსულზე სტალინის გავლენის გამო, ჩემთვის მიუღებელია ქუჩის ეს სახელწოდება, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი ადამიანი დარჩა, ვისთვისაც ფაშიზმი და სტალინიზმი მიმზიდველია“.




საქართველოს კანონის, „თავისუფლების ქარტიის“ პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული ქუჩის სახელწოდება უნდა აღმოიფხვრას: „ამ კანონის მიზანია ... კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრა.“

აღნიშნული კანონი 2011 წლიდან მოქმედებს. შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქუჩის სახელწოდების შეცვლა და ამ საკითხის კანონმდებლობის ფარლგებში მოქცევა, ახალციხის მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ გვიპასუხა: „წერილობით მოგვმართეთ და გიპასუხებთ".

ვალეში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხი დღის წესრიგში არცერთი ადგილობრივი თივთმმართვეობის დროს არ დამდგარა.

'სჯობდა ტატუნაშვილის სახელი რქმეოდა' – ვალეში ცენტრალური ქუჩა სტალინის სახელობისაა [Video]

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუნიციპალიტეტების ნაწილმა, სუს–ის დავალებით, საბჭოთა სიმბოლიკების მოკვლევა დაასრულა
ზიკილიაში სტალინის მონუმენტი დადგეს
სტალინის ძეგლები და მონუმენტები  - აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა სამცხე–ჯავახეთში
ახალი ამბები – 26 თებერვალი [Audio]
ვალეში კანალიზაციიდან ამოსულმა წყალმა ცენტრალური ქუჩა დატბორა [ფოტო/ვიდეო]
ახალციხეში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
ორი ქუჩა ერთ ქუჩაზე