FM97.5 / LIVE

რატომ არ იწყება ბოლაჯურის 'რწმუნებულის' საქმის არსებითი განხილვა

მთავარისიახლე, სამართალი 16.03.2017
ოთხი თვე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებიდან და გადადებული სასამართლო სხდომები. ქრთამის აღებაზე ბრალდებული, ბოლაჯურის ყოფილი რწმუნებულის საქმის განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

რატომ არ იწყება ბოლაჯურის 'რწმუნებულის' საქმის არსებითი განხილვა

ბოლაჯურის ყოფილი რწმუნებულის, როლანდ ჩხიტუნიძის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი, არსებითი განხილვა გუშინ, 14 მარტს უნდა გამართულიყო თუმცა ადვოკატის შუამდგომლობით გადაიდო.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყოფილი რწმუნებულის ადვოკატი მერაბ ცუხიშვილი აცხადებს, გამოძიების პროცესი ისევ მიმდინარეობს:„ახალი დოკუმენტებია საქმეზე გამოსაკვლევი და ამიტომ არსებითი განხილვის დაწყება ვერ ხერხდება“.

მისივე თქმით, ეს პირველი პროცესი არ ყოფილა, რომელიც დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობით გადაიდო. ჩხიტუნიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა სასამართლომ, ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბრის თვეში შეუფარდა, მას შემდეგ კი დაახლოებით 5–მდე სასამართლო სხდომა გადაიდო.

კონკრეტულად რა მტკიცებულებებს იკვლევენ მხარეები და რა შანსებია იმისათვის, რომ სასამართლომ ჩხიტუნიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს, ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს.

„ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ მოგიყვებით, ვიდრე სასამართლო სხდომები არ დასრულდება. განაჩენს რაც შეეხება, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, დეტალებში იმალება ძაღლის თავი“, – გვეუბნება მერაბ ცუხიშვილი და ამატებს, რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, გამგებლის წარმომადგენელი ბოლაჯურის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2016 წლის 24 ნოემბერს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, როლანდ ჩხიტუნიძემ მოქალაქეს საქონლის ყალბი წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 დან 9 წლამდე.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბოლაჯურის ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
ბოლაჯურის რწმუნებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ბოლაჯურის 'რწმუნებული' დააკავა
აბასთუმნის რწმუნებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს