FM97.5 / LIVE

‘პარკში მთავარი აუზების განახლებაა’ – ბორჯომელები პარკის განვითარების კონცეფციაზე [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.02.2019
ბორჯომში მცხოვრებლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისტორიულ პარკში პირველ რიგში საცურაო აუზები უნდა გაკეთდეს. ასე, მათი თქმით, პარკის შემოსავალი გაიზრდება, სანაცვლოდ კი დამსვენებლებისთვის აქ შესვლის ღირებულება შემცირდება.

‘პარკში მთავარი აუზების განახლებაა’ – ბორჯომელები პარკის განვითარების კონცეფციაზე [Video]

ბორჯომში მცხოვრები ჯუმბერ მახათაძე ფიქრობს, რომ პარკში წლების წინ რაც იყო ყველაფერი უნდა აღდგეს: „ჰესი იყო წლების წინ პარკში მაგალითად და კარი იქნება თუ აღდგება, ასე პარკი უკეთ განათდება, მეტი შემოსავალი გაჩნდება და ყველაფერი ასე ძვირი აღარ ეღირება“.
ახალგაზრდების ნაწილი აქცენტს პარკში გასართობი ადგილების სიმცირეზე აკეთებს.

„ბევრი დანგრეული შენობაა და მათი გამოყენება ბევრი კარგი საქმის დასაწყებად შეიძლება. რაღაც ბარები არის, მაგრამ კლუბს თუ გააკეთებენ უფრო კარგი იქნება“, – ამბობს ნიკოლოზ ხუციშვილი.

ადგილობრივების უმრავლესობა კი რიგით პირველ პრობლემად პარკში მოსაწყობ საცურაო აუზს ასახელებენ. მათი თქმით, პარკის განვითარებაზე ზრუნვა, სწორედ აქედან უნდა დაიწყოს: „ასე მიგდებული არ უნდა იყოს, უნდა განაახლონ–აამუშავონ, მერე შემოსავალიც გაიზრდება და პარკში შესვლა ორი ლარი აღარ ეღირება, ბილეთის ფასი გაიაფდება“.



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. როგორც მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, კონკურსი ადგილობრივებს საშუალებას მისცემს პარკის განვითარებაში თავად ჩაერთონ და ამისთვის საპრიზო თანხებიც მიიღონ.

საპრიზო ფონდის ღირებულება 10 000 ლარია, გამარჯვებული ავტორისთვის კი ფულადი ჯილდო 5 000 ლარია. 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ მეორე და მესამე ადგილზე გასულებს.

შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია ეს თანხა იმისთვის, რომ კონცეფციაზე მუშაობით კვალიფიციური პირები დაინტერესდნენ, ლიპარტიამ გვიპასუხა: „ვფიქრობ, რომ ეს შეთავაზება ნორმალურია“.

მისი თქმით, პარკის კონცეფციის შემუშავებაში საზოგადოების ჩართვა მნიშვნელოვანია: „გვინდა, რომ პარკი უფრო მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის, მოეწყოს სხვასხვა დასასვენებელი თუ გასართობი ზონა, ბილიკიები“.



ლიპარტიას თქმით, ამ დრომდე ბორჯომის მერიაში პარკის განვითარებასთან დაკავშირებით არცერთი განაცხადი არ შესულა.

განაცხადების მიღება 15 მარტს სრუდლება.

[ლუბა გიროგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
ბორჯომში პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე მერია კონკურსს აცხადებს
ბორჯომში პარკის კონცეფციის კონკურსზე ექვსი განაცხადი შევიდა
ბორჯომის პარკის კონცეფციის კონკურსზე ორი პროექტი შეირჩა [R]
9 აგვისტომდე ბორჯომის პარკში შესვლა უფასო იქნება
ბორჯომის პარკში წლის ბოლომდე ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება
ბორჯომის პარკში გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა