FM97.5 / LIVE

რომელი წლებიდან ინახავს აცრის შესახებ ცნობებს ახალციხის საავადმყოფოები

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.02.2019
ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ბავშვებთან ერთად წითელაზე აცრის შესახებ ცნობას თანამშრომლებსაც სთხოვენ. სად და როგორაა შესაძლებელი აღნიშნული ცნობის ნახვა ახალციხეში და რა ასაკის ადამიანებს მოუწვეთ აცრა ხელახლა.

რომელი წლებიდან ინახავს აცრის შესახებ ცნობებს ახალციხის საავადმყოფოები

მოქალაქემ სასურველი ცნობის ასაღებად უნდა მიაკითხოს იმ პოლიკლინიკას, ან საავადმყოფოს, სადაც იცის რომ აცრა ჩაიტარა. ასევე, შეუძლია მივიდეს უბნის ექიმთან, რომელიც მას სპეციალური იმუნიზაციის საიტზე ინფორმაციის გადამოწმებაში დაეხმარება. საიტი, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, უახლოეს დღეებში ამოქმედდება და აქ საკუთარი მონაცემების მოძიება ნებისმიერ პირს თავადაც შეეძლება. თუმცა, როგორც ახალციხის საავადმყოფოებში გვიხსნიან, ამ ვებ–გვერდზე, მაქსიმუმ 15 წლამდე ადამიანების მონაცემების მოძიება შეიძლება.

რაც შეეხება ახალციხეში მოქმედ კლინიკებს, „იმედსა“ და რეფერალურ საავამდყოფოს, აქ მხოლოდ ნულიდან შვიდ წლამდე ბავშვების ანკეტების მოძიებაა შესაძლებელი. ორივე საავადმყოფოში სამედიცინო ისტორიები 2012–2013 წლიდან ინახება: „იმედი“ 2013 წელს შეიქმნა, ახალციხის რეფერალური საავადმყოფო კი ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ბაზაზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს.

2012 წლამდე ახალციხეში აცრები პოლიკლინიკაში ტარდებოდა. თუმცა, პოლიკლინიკა ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს ჯერ კიდევ მანამდე შეუერთდა, ვიდრე მას „ევექსი“ შეისყიდიდა. ამიტომ ახლა, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ ისინი ახალციხის პოლიკლინიკის სამართალმემკვიდრეები არ არიან. შესაბამისად, აქ ახალციხის პოლიკლინიკაში ჩატარებული აცრების შესახებ ცნობების მოძიება ყველა პირზე ვერ იქნება შესაძლებელი.

„გვაქვს არქივი, თუმცა რომელ წლებს მოიცავს ნამდვილად არ ვიცი. წინა დაწესებულების სამართალმემკვიდრეები ჩვენ არ ვართ, ამიტომ მათი არქივი არ გვექნება. თუმცა, სავარაუდოდ, ის ვინც ჩვენი ბენეფიციარი დარჩა, მათ ანკეტები ალბათ იქნება“, – ამბობ ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორი ხათუნა კეკელაშვილი.

აქედან გამომდინარე, ახალციხეში მცხოვრებ პირებს, რომლებიც რვა–ცხრა წლის ზევით არიან, მათი ჯანმრთელობის ისტორიის მოძებნა რეფერალურ საავადმყოფოში, ან არქივში მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიუხედავად იმისა, აცრილები არიან თუ არა, წითელაზე ვაქცინის გაკეთება ცნობის მისაღებად ხელახლა მოუხდებათ.

მშობლებმა კი შვიდი წლის ასაკის ქვემოთ ბავშვებისთვის ცნობების მისაღებად ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოსა და კლინიკა „იმედს“ უნდა მიაკითხონ.

„მოქალაქე უნდა მივიდეს რეგისტრატურაში და იქიდან შემდეგ მას ოჯახის ექიმთან გადაამისამართებენ ამ ცნობის მისაღებად“, – გვითხრეს რეფერალურ საავადმყოფოში.

„იმედში“ ამბობენ, რომ „თუ აცრა მათ საავადმყოფოშია ჩატარებული, ნებისმიერ პირს შესაბამისი ცნობის აღება დაუყოვნებლივ შეეძლება“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით 19 წლის ზევით მოქლაქეები ხელმეორედ უნდა აიცრან, თუმცა, ახალციხეში მცხოვრებლებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აცრის ხელახლა ჩატარება რვა წლის ასაკიდან მოუწევთ.

ახალციხეში აცრის ჩატარება, ორივე საავადმყოფოშია შესაძლებელი: ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი – რუსთაველის N105 ა; კლინიკა "იმედი" – ახალქალაქის გზატკეცილი N3.

აცრების სტატუსის შესამოწმებლად იმუნიზაციის აპლიკაციის (ImmunizationApp) გადმოწერა Play Market და App Store-დანაა შესაძლებელი.

წესები შემდეგია:

1. დარეგისტრირდებით პირადი ნომრით და ნახავთ პირად ნომერზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის სტატუსს, რომელიც იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული აქვს პოლიკლინიკას;

2. აცრის დროულად ჩასატარებლად, შეგიძლიათ, ნახოთ რომელი აცრა უწევს ბავშვს გეგმურად;

3. ბავშვის აცრის თაობაზე ინფორმაცია ამ აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებულნი არიან მშობლები და ბავშვისთვის ჩატარებული აქვთ ყველა აცრა;

4. იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში არ არის დარეგისტრირებული თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მიმართეთ თქვენს პოლიკლინიკას და მოითხოვეთ ინფორმაციის რეგისტრაცია იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა
ახალციხის ბაღების გაერთიანება წითელას აცრასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს
მოსწავლეებს სკოლებში წითელაზე აცრის ცნობის წარდგენა დაევალათ
ბაღებსა და სკოლებში აცრებზე ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებმა წითელაზე აცრის ცნობა უნდა წარადგინონ
წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია
‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება