FM97.5 / LIVE

მოსწავლეებს სკოლებში წითელაზე აცრის ცნობის წარდგენა დაევალათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.02.2019
ახალციხის საჯარო სკოლებში წითელაზე აცრილი და აუცრელი მოსწავლეების აღწერა მიმდინარეობს. მოსწავლე, რომელიც აცრის დამადასტურებელ ცნობას სკოლაში ორი თვის განმავლობაში ვერ წარადგენს, მას შესაძლოა სტატუსი შეუჩერონ.

მოსწავლეებს სკოლებში წითელაზე აცრის ცნობის წარდგენა დაევალათ

საქართველოს მთავრობის N16 განკარგულების მიხედვით, მოსწავლეებმა სკოლებში წითელაზე აცრის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ. იმ მოსწავლეების სიები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ჯანდაცვის ცენტრებს გადაეგზავნება. ამ დღიდან მოსწავლეებს ვაქცინაციის ჩასატარებლად ვადა ორი თვე მიეცემათ.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორებს აცრილი და აუცრელი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვის ცენტრებისთვის უკვე დაევალათ: "მთავრობის განკარგულების მიხედვით, აუცრელი მოსწავლეების სიები ჯანდაცვის ცენტრებში უნდა გადაიგზავნოს. გადაგზავნიდან ორი თვის შემდეგ, თუ აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა ვერ მოხერხდა, მოსწავლის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება".

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გია კაპანაძის თქმით, ბავშვების აცრის დამადასტურებელი ცნობები სკოლაში მშობლების ნაწილმა უკვე მიიტანა: "თანდათან მოაქვთ ცნობები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ასაკში ცრიდნენ და ზოგი მოწმობას ვეღარ პოულობს".

„ჩემს სკოლაში წითელას სამი შემთხვევა დაფიქსირდა. მშობლები უკვე გავაფრთხილეთ და ვფიქრობ, არც ცნობის მოტანაზე და არც ბავშვების აცრზე ძალდატანება არავის დასჭირდება“, – გვითხრა მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბელა დიასამიძემ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებმა წითელაზე აცრის ცნობა უნდა წარადგინონ
ახალციხის ბაღების გაერთიანება წითელას აცრასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს
ბაღებსა და სკოლებში აცრებზე ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება
ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა
რომელი წლებიდან ინახავს აცრის შესახებ ცნობებს ახალციხის საავადმყოფოები
წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია
წითელას ეპიდემიის გამო სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის დაწყება გადაიდო