FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეზე კედლის ნაწილი სველდება და მისი დაზიანების საფრთხე იქმნება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.02.2019
ახალციხის ზედა და ქვედა ციხის დამაკავშირებელი კედლის ნაწილი მუდამ სველია, რის გამოც შესაძლოა რომ ეს ადგილი დაზიანდეს. ადმინისტრაცია კედლის ნესტიანობის მიზეზის დადგენას ცდილობს.

ახალციხის ციხეზე კედლის ნაწილი სველდება და მისი დაზიანების საფრთხე იქმნება

ახალციხის ციხის ისტორიული კომპლექსში, კედლის ის ნაწილი, რომელიც ზედა და ქვედა ციხის დამაკავშირებელ ქვის კიბესთან მარჯვენა მხარესაა, ზამთარშიც და ზაფხულშიც სველია. კედლის ზედა მხარე მიწითაა დაფარული და აქ მწვანე ნარგავები, ასევე პატარა აუზებიცაა. აუზები წყლით სეზონის გახსნის თანავე, მაისიდან ივსება.

შეკითხვაზე, მთავარი კედლის დანესტიანების მიზეზი სწორედ ამ აუზებიდან გაჟონილი წყალი ხომ არაა, ახალციხის ციხის დირექტორი დავით ტაბატაძე გვპასუხობს: „აუზები კარგად მუშაობს, ისინი უკვე შევამოწმეთ. დაზიანებული რომ იყოს, როცა წყლით ვავსებთ რაოდენობამ უნდა მოიკლოს, მაგრამ არ იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიზეზი ეს არ არის“.

ახალციხის ციხის ადმინისტრაციში აცხადებენ, რომ კედლის დანესტიანების მიზეზის შესასწავლად დაკვირვება მიმდინარეობას: „ ვეცადილობთ გაგვარკვიოთ, საიდან შეიძლება რომ სველდებოდეს კედელი,ამიტომ ვაკვირდებით“.

ილია სიდამონიძე, რომელიც ახალციხის ცეხეზე გახსნის დღიდან მუშაობს, ფიქრობს, რომ კედლის დანესტიანების მთავარი მიზეზი ზემოდან დაყრილი მიწაა: „მიწა წყალს იწოვს, მერე ეს წყალი იჟონება ქვევით და კედელი სველდება. თან მანდ გამწვანებას ვრწყავთ ხოლმე და ბუნებრივია ნესტია. წლებია ეს პრობლემაა მაგ ტერიტორიაზე და არ ვიცი ახლა რა უნდა გაკეთდეს. კომპლექსის რეაბილიტაციის დროს ეს კედელი ძველი სახით დარჩა, იგივე ქვებია და მაშინაც ნესტიანი იყო. ძველ ფოტოებზე ეს ყველაფერი კარგად ჩანს“.

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც კედლის დასველების მიზეზს დაადგენენ, მას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. თანხას კი იმ პროექტის ფარგლებში გაწერენ, რომლითაც ციხეზე ფასადების სარემონტო სამუშაოები სრულდება.

„ახალციხის ციხეზე“ ფასადების სარეაბილოიტაციო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 952 ლარი გამოიყო, სამუშაოებს კომპანია „ნიუ პროჯექტი“ ახორციელებს. ციხის დირექტორის თქმით, ფასადებზე სამუშაოები, გაზაფხულზე ისევ გაგრძელდება.

ახალციხის ციხეზე კედლის ნაწილი სველდება და მისი დაზიანების საფრთხე იქმნება
ფოტო: 2019 წელი


ახალციხის ციხეზე კედლის ნაწილი სველდება და მისი დაზიანების საფრთხე იქმნება
ფოტო: 2012 წლამდე


ახალციხის ციხეზე კედლის ნაწილი სველდება და მისი დაზიანების საფრთხე იქმნება
ფოტო: 2012 წლამდე


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება
ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]
ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა
ახალციხის ციხეზე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
კედლის დელფინები
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა
'თუ ჩამოინგრა, ბავშვი მოყვება შიგ’ – N5 სკოლის ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია