FM97.5 / LIVE

ახალციხის რესურსცენტრი: მუდმივი კონტაქტი გვაქვს სკოლებთან, ტარდება დეზინფექცია'

მთავარისიახლე, განათლება 21.01.2019
დღეიდან, 21 იანვრიდან საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა სკოლებში მოსწავლეების უმრავლესობა არ წასულა.

ახალციხის რესურსცენტრი: მუდმივი კონტაქტი გვაქვს სკოლებთან, ტარდება დეზინფექცია'

ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში 600 მოსწავლეა რეგისტირებეული, თუმცა, დღეს გაკვეთილებზე დაახლოებით 200 მათგანი მივიდა.
„ვფიქრობ ხვალიდან უფრო მეტი მოსწავლე მოვა სკოლაში. ჩატარებული გვაქვს სადენზიფექციო სამუშაოები, სკოლა მზადაა მოსწავლეების მისაღებად. გაკვეთილები ტარდება, კლასებშიც სითბოა, დღეს პირველი დღეა და ამიტომ არის ცოტა ბავშვი“, – ამბობს ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლებში დერეფნები და საკლასო ოთახები სველი წესით დამუშავდება. სპეციალური ხსნარით გაიწმინდება მერხები და სასკოლო ნივთები.

„სკოლის ექიმებიც ჩართულები არიან, ისინიც ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს. ითვალიწინებენ როგორც სამინისტროს, ასევე ჩვენს რეკომენდაციებსაც. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია“,– ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და ამატებს, სკოლებში გამოცხადებული ბავშვების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღის ბოლოს ექნება.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარამდე გრიპის ვირუსის გამო იყო გადადებული. განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტრო უსწრაფესად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების მინისტრი: 'წითელას და გრიპის ვირუსს სკოლებში ყოველდღიურად დავაკვირდებით'
სკოლებში სწავლის დაწყებამდე დეზინფექციას ჩაატარებენ
საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო ®
ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]
ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა