FM97.5 / LIVE

დიდთოვლობის გამო ახალქალაქის ორ სოფელში მანქანები ჩარჩა

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.01.2019
ახალქალაქის სოფლებში საავტომობილო გზები თოვლით დაიფარა. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, სოფელ ხანდოსა და ქარცების გზაზე მსუბუქი მანქანები ჩარჩნენ, მგზავრები სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა.

დიდთოვლობის გამო ახალქალაქის ორ სოფელში მანქანები ჩარჩა

სოფელი ხანდოს საავტომობილო გზაზე, დიდთოვლობის გამო, 15 იანვარს, დაახლოებით 00:00 საათისთვის ხუთმა მანქანამ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ავტომანქანებში მყოფმა მგზავრებმა დასახმარებლად საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკეს. ადგილზე მაშველების ორი ბრიგადა მუშაობდა, რომლებმაც დახმარება მგზავრებს აღმოუჩინეს.

"ქორწილიდან მოდიოდა ხალხი და ჩარჩნენ თოვლში, ჩვენმა თანამშრომლებმა ისინი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს", – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამავე ღამეს, მსგავსი პრობლემა შეიქმნა ახალქალაქის სოფელ ქარცებში. დიდთოვლობისა და ქარის გამო რამდენიმე მანქანამ მოძრაობა ვერ გააგრძელა. თოვლის საფარის გამო, მანქანების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"დაახლოებით სამ მეტრამდე თოვლია და ჩვენი ტექნიკა იქამდე ვერ აღწევს, რათა მანქანები გამოვიყვანოთ. მთავარია, რომ ხალხი უსაფრთხოდაა",– ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში სახანძროს მანქანა თოვლში ჩარჩა
უამინდობის გამო სამცხე–ჯავახეთიდან 112–ში ხუთი გამოძახება შევიდა
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე და გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია
დიდთოვლობის გამო ნინოწმინდაში 54 წლის მამაკაცი გაიყინა
ნინოწმინდის ორ სოფელში  დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა
ახალქალაქის სამ სოფელში თოვლმა გზა ჩაკეტა