FM97.5 / LIVE

ახალციხეში სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.12.2018
დღეს, 20 დეკემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და ფერმერთა საბჭოს წევრებმა, 2013–2018 წლებში, რეგიონში განხორციელებულ პრექტებსა და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ახალციხეში სოფლის მეურნეობის კუთხით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

შეხვედრა, რომელსაც ფერმერები ესწრებოდნენ, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თამარაძემ გახსნა. მისი თქმით, 2013–2018 წლებში სამცხე–ჯავახეთში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად 131 000 000 ლარი დაიხარჯა. აქედან სახელმწიფომ 73 000 000 გამოყო.

„მნიშვნელოვანი იყო აგროკრედიტები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო წლიურად 11 % აფინანსებდა და მსესხებელს წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი–ხუთი პროცენტის გადახდა უწევდა ზედმეტად“, – ამბობს თამარაძე და ამატებს, რომ სამცხე–ჯავახეთში 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით 57 000 000 ლარის კრედიტი გაიცა.

შეხვედრაზე აგროდაზღვევის ხარვეზებზე ისაუბრა „სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორმა გურამ ჯინჭველაძემ. მისი თქმით, იმის გამო, რომ თითქმის არცერთ სადაზღვევო კომპანიას რეგიონში ოფისი არ აქვს, ხშირად პრობლემები იქმნება: „არც წარმომადგენლები ჰყავთ, ამიტომ მაშინ მოდიან, როცა უკვე გვიანია. რეალურად დაზღვევაზე თებერვლიდან უნდა იზრუნო. ესენი კიდევ მუშაობას იწყებენ მაისიდან. ჩვენთან ხშირად არის სეტყვა, მითუფრო ივნისში და დაზღვევა ვერ ესწრება“.

ფერმერებმა ისაუბრეს ახლადგანხორციელებული პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმის“ შესახებაც. აღნიშნულ პროექტს რეგიონში სულ ოთხი ბენეფიციარი ჰყავს. როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, მათ რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს: „ამ პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები კახეთიდან დაიწყო, ამიტომ როდესაც ვებ–გვერდი აამოქმედეს, ძირითადად კახეთში მცხოვრებლები დარეგისტრირდნენ, რადგან მათ სხვებზე წინ ჰქონდათ ინფორმაცია“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს სამეგრელოში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს კახელი ფერმერები გაეცნენ (R)
აგროდაზღვევის პროექტში შესულ ცვლილებებს შიდა-ქართლში მცხოვრები ფერმერები გაეცნენ [R]
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში 152 სესხი გაიცა
სამცხე–ჯავახეთში წარმატებული ფერმერები და  კოოპერატივები  გამოავლინეს
ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა საწვავის ვაუჩერის მისაღებად
ოთარ დანელია სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა [R]