FM97.5 / LIVE

ახალციხეში სოციალური კარადისთვის მოსწავლეებმა ტანსაცმელი მიიტანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.12.2018
მიუსაფარი ადამიანების დასახმარებლად, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე დადგმული სოციალური კარადისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მიიტანეს.

ახალციხეში სოციალური კარადისთვის მოსწავლეებმა ტანსაცმელი მიიტანეს

საქველმოქმედო აქციაში "გააზიარე სითბო" ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეს, შვიდ დეკემბერს ჩაერთვნენ.

"ჩვენთან აქამდე ძალიან ბევრი მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდოდათ, ახლა კი ამის საშუალება მოგვეცა, რომ გადავცეთ", – ამბობს ახალციხეში სოციალური კარადის დადგმის ინიციატორი ცირა მესხიშვილი.

მისივე თქმით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ნაწილს ახალშენსა და ურაველში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსაც მიუტანენ, რომლებიც უკვე შერჩეული ჰყავთ.

ახალციხეში, სოციალური კარადა სამ დეკემბერს დაიდგა.

მანამდე კი საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით "გააზიარე სითბო" თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო. რამდენიმე მეგობარმა ქუჩაში ხის კარადა დადგა და აქ სოციალურად დაუცველებისთვის თბილ ტანსაცმელთან ერთად სურსათიც დატოვა.

მოკლე ხანში იდეას არაერთი სხვა ადამიანი გამოეხმაურა, მათ თავიანთ უბნებსა და ქუჩებზე საკვებსა და ნივთებს მოუყარეს თავი, დადგეს კარადები, იგივე მოწოდებით გადაიღეს ვიდეოები და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ასე მოიცვა რამდენიმე მეგობრის იდეამ, როგორც თბილისის სხვა დასახლებები, ისე ქვეყნის სხვა ქალაქები.

ახალციხეში სოციალური კარადისთვის მოსწავლეებმა ტანსაცმელი მიიტანეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გააზიარე სითბო’ – ახალციხეში კარადა დადგეს
ბორჯომსა და ასპინძაში სოციალური კარადები დადგეს
ახალციხეში სოციალური კარადა ტანსაცმლით გაივსო, პროდუქტისთვის ახალი სჭირდებათ
„სიკეთე გადამდებია“  – საქველმოქმედო აქცია ახალციხეში
ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო
ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ
სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’