FM97.5 / LIVE

ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 06.12.2018
ბორჯომის ერთ–ერთ სკოლაში მეცხრე კლასელი ბიჭის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დისციპლინურმა კომიტეტმა ინგლისურის მასწავლებელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო

აღნიშნულ საკითხზე საჯარო სკოლის დიციპლინურმა კომიტეტმა დღეს, ექვს დეკემბერს იმსჯელა.

„ვიმსჯელეთ და მასწავლებელს მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის სასტიკი საყვედური გამოვუცხადეთ პირდ საქმეში შეტანით“, – ამბობს საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე.

საქმე 21 ოქტომბრის ექსკურსიის დროს დაწყებულ დაპირისპირებას ეხება. ამ დღეს მეცხრე კლასელი ბიჭის შშმ მშობელი მცხეთაში ექსკურსიის მონაწილეებს ჩამორჩა. ბიჭის დედამ და ბებიამ ამის გამო მასწავლებლებს უსაყვედურეს. მოსწავლის ოჯახზე განაწყენებულმა ინგლისურის მასწავლებელმა კი მოსწავლეს კლასელებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მასწავლებელს, რომელსაც სასტიკი საყვედური გამოეცხადა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას არ აპროტესტებს: „სკოლის მხრიდან ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, რადგან კომიტეტის წევრებმა იხელმძღვანელეს სკოლაში შესული საჩივრების მიხედვით“.

ამ საქმესთან დაკავშირებით, სკოლის დისციპლინურ კომიტეტში საჩივარი შშმ მშობელმა შეიტანა. იგი შვილის შეურაცხყოფისთვის ინგლისურის მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

მან ექსკურსიის შემდეგ კომიტეტში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანა, რომლის მიხედვითაც სკოლაში ორი მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დადებას ითხოვდა. დღესვე იმსჯელა ამავე განცხადების შესახებაც კომიტეტმა, თუმცა არ დააკმაყოფილა: „ამ მასწავლებლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომა არ გამოიკვეთა“, – ამბობს სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ
ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო
ანის სკოლის დირექტორისა და პედაგოგის საქმე სააპელაციომ მიიღო
დედამ 11 წლის ბიჭის დიაგნოზი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სკოლასა შსს–ს წარუდგინა
მასწავლებელმა ნინო ბლუაშვილმა N5 სკოლა დატოვა
ადიგენში სკოლამ ბულინგის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო