FM97.5 / LIVE

ხვალიდან ამომრჩევლებისთვის ბარათების დარიგება იწყება

მთავარისიახლე, არჩევნები 07.09.2016
8 სექტემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებას იწყებს. ბარათებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დაარიგებენ.

ხვალიდან ამომრჩევლებისთვის ბარათების დარიგება იწყება

„ბარათის მეშვეობით ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსია 8 სექტემბრიდან ყველა საარჩევნო უბანზე იქნება გამოკრული და ამომრჩევლებს ადგილზე შეეძლებათ მონაცემების გადამოწმება.

„ამასთან შეგახსენებთ, რომ ცესკომ ამომრჩევლებს, მონაცემების გადამოწმების მიზნით, არაერთი სიახლე შესთავაზა - მოქალაქეებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ვებ-გვერდზე - voters.cec.gov.ge, ”ანდროიდის” სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან და პლანშეტის გამოყენებით, ასევე, საქართველოს მასშტაბით განთავსებული სწრაფი გადახდის 7000 ტერმინალის საშუალებით. მნიშვნელოვანია რომ, სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის შესახებ“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

ანა მიქელაძის განცხადებით, 12 აგვისტოს მდგომარეობით ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 510 514 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 10 ივნისიდან დღემდე 719 499-მა ამომრჩეველმა ისარგებლა.

„დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა სია გამოიკვრება
საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო [R]
სწრაფი გადახდის აპარატით ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შესაძლებელი გახდა
ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 510 514 ამომრჩეველია
ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ვადა იწურება
ცესკო ამომრჩევლებისთვის საინფორმაციო ბარათების დარიგებას იწყებს
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 25 კანდიდატი მიიღებს