FM97.5 / LIVE

‘ადიგენის მერმა შემაგინა’ – N13 ფხეროს უბანზე ‘ნაციონალების’ წარმომადგენელი

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი, არჩევნები 29.11.2018
ადიგენში N13 ფხეროს საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინო ხარაიშვილი ამბობს, რომ კენჭისყრის დღეს, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მას ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

‘ადიგენის მერმა შემაგინა’ – N13 ფხეროს უბანზე ‘ნაციონალების’ წარმომადგენელი

არჩევნების დღეს, 28 ნოემბერს, სოფელ ფხეროს სკოლის ეზოსთან სადაც N13 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ამავე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნინო ხარაიშვილი და ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„წამალი უნდა დამელია და უბნიდან იქვე ნათესავთან გავედი. უკან რომ ვბრუნდებოდი უბნის ეზოსთან ადიგენის მერი ენდელაძე და მისი მხარდამჭერები იდგნენ. რომ მივესალმე არავინ მომესალმა, იციან რომ „ნაციონალი“ ვარ და ალბათ მაგიტომ, გულზე ბეიჯიც მეკეთა“, – გვიყვება ნინო ხარაიშვილი.

მისი თქმით, მას სალამზე არც ადიგენის მერმა ზაქარია ენდელაძემ უპასუხა: „ტელეფონს უყურებდა, მერე შემომხედა და ცუდი სიტყვა თქვა, იმ სიტყვას ვერ ვიტყვი, ცოტა სხვანარიად რომ გითხრათ ასე მომმართა, ეს არამზადა „ნაციონალები“ დღეს შფოთის ატეხვას აპირებენო. ძალიან გავმწარდი, ხალხს ტყუილს რატომ ეუბნებით–მეთქი. მომიბრუნდა და შემაგინა, წადი შენი კარგიც მ......ო. ვის აგინებ, ახლავე პოლიციას გამოვიძახებ–მეთქი. კიდეც რომ მე ვტყუოდე, შენ თმენის ვალდებულება გაქვს–მეთქი“.

ნინო ხარაიშვილი ამბობს, რომ მას ადიგენის მერი წლებია იცნობს: „მაინც მიუბრუნდა სოფელში ვინცაა მერის წარმომადგენელი იმას და ჩემზე ეკითხება, ეს ვინ არისო. იმანაც უპასუხა, ერთი უნამუსო ქალიაო. რატომ ვარ უნამუსო მეთქი, გინდა რომ მერს აამო და იმიტომ ამბობ მაგას– მეთქი. ეს სიტყვები რომ მითხრეს, მეც გავმწარდი და მეც ვლნაძღე მერე ისინი“.

N13 საარჩევნო უბნის თავმდჯომარე მარიამ ფენაძე ამბობს, რომ დაპირისპირება უბნის გარეთ მოხდა და მას არაფერი გაუგია: „მომიყვა ნინო რაც მოხდა, ვიცნობ მას და ვენდობი, მაგრამ მეორე მხარე სხვა რამეს ამბობს, ასე რომ არ ვიცი რეალურად რა იყო“.

ნინო ხარაიშვილი ფხეროს სკოლის დამლაგებელია: „დღეს სკოლის დირექტორი ვლადიმერ ველიჯანაშვილმა მითხრა რა გალაპარაკებდა, ახლა პოლიციაში დაგიბარებენ ამ ამბავზეო“.

ვლადიმერ ველიჯანაშვილი ამბობს, რომ იგი გუშინ სკოლის ეზოსთან მომხდარს არ შესწრებია: „გვიან მივედი, სხვაგან ვიყავი, რომ მივედი ამ ამბავს ყვებოდნენ. დღეს ველაპარაკე ნინოს ამაზე, მაგრამ მე გამოძიებას ხო არ დავიწყებ“.

ფხეროში ადგილობრივები სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურთ.

ფხეროში მერის წარმომადგენელმა პეტრე საკანდელიძემ კი მას შემდეგ რაც გაიგო რა საკითხზე ვუკავშირდებოდით ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

სატელეფონო ზარებზე არც ზაქარია ენდელაძემ გვიპასუხა, თუმცა მას მომხდარზე მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ვესაუბრეთ. ენდელაძემ მოგვწერა, რომ „ეს ტყუილია“.

უბანთან მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას შეესწრო პოლიცია. როგორც ნინო ხარაიშვილი და ფხეროში ორი ადგილობრივი გვიდასტურებს, ამ დროს სამართალდამცველები უბანთან მანქანით იდგნენ.

რა რეაგირება მოჰყვა ადიგენის რაიონული სამმართველოს მხრიდან მომხდარს უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან პასუხს ამ დრომდე ელოდება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფხეროში გამგებლის წარმომადგენელს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ
აბასთუმნის საარჩევნო უბანთან ადიგენის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან
ადიგენში წარჩინებული მოსწავლეები მედლებით დაჯილდოვდნენ
N32–ე საარჩევნო უბანზე 2 შენიშვნა დაიწერა
ადიგენის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი გამგებელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ადიგენის მერთან შეხვედრის გამო სოფელ აბასთუმნის სკოლაში გაკვეთილები გაცდა
ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დააკავეს – რა მოხდა სოფელ ფხეროში