FM97.5 / LIVE

რატომ დაიბარეს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 21.11.2018
დღეს, 21 ნოემბერს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში დაიბარეს. ნაწილი ამბობს, რომ შეხვედრაზე ტაქსების რეგულაციის საკითხზე იმსჯელეს, ნაწილის თქმით, მათ არჩევნებზე მხარდაჭერა სთხოვეს. მერიაში კი ირწმუნებიან, რომ შეხვედრა საპარკინგე ადგილების დახაზვის საკითხს ეხებოდა.

რატომ დაიბარეს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში

ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში მდგარი ტაქსების მძღოლები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ნაწილ–ნაწილ დაიბარეს. ზოგი ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში 15:00 საათზე, ზოგი კი 16:30 საათზე მივიდა.

„ტაქსის რეგულაციებზე დაგვიბარეს. თბილისში რომ შემოვიდა, ასე იქნება აქაცო. ცოტა ხანში იქნება და მოემზადეთო. მერის მოადგილეს შევხვდით, არ ვიცი სახელი და გვარი. მეტი მე არაფერი ვიცი“, – ამბობს ერთ–ერთი ტაქსის მძღოლი, რომელიც ახალციხის მერიის შენობიდან გამოვიდა.

ასევე, ერთ–ერთი ტაქსის მძღოლი, რომელიც დღეს მერიაში იმყოფებოდა, ამბობს, რომ შეხვედრაზე მეორე ტურის შესახებ ესაუბრნენ: „გვითხრეს, ხომ იცით ახლა ტაქსების რეგულაციები შემოდის, ჩვენ არ გვინდა, რომ ამით შეგზღუდოთ, ამიტომ თქვენც დაგვიდექით არჩევნებზე გვერდითო“.

შეხვედრის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს მერიაში მყოფმა სხვა მძღოლებმა: „შვიდი კაცი ვიყავით სულ მისული. ასე 12:00 საათისთვის მოვიდა ერთი კაცი, გვითხრა მერიაში გიბარებენო და ჩვენც მოვედით, მეტი არაფერი ვიცი“.

ქალაქში ტაქსის მძღოლების უმეტესება აცხადებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად შეხვედრაზე არ მივიდა, რადგან მათ ვერ აუხსნეს ის, თუ რატომ იბარებდნენ: „მერიიდ ნუგზარ თამარაშვილი იყო მოსული, გვითრა მოდით და იქ აგიხსნიან ყველაფერსო. მე არ მივსულვარ, არც ჩემს გვერდით მდგომი ტაქსისტები წასულან“, – გვითხრა ერთ–ერთმა მათგანმა.

ნუგზარ თამარაშვილი ახალციხეში მერის წარმომადგენელია. მან შეკითხვაზე, თუ რის შესახებ იმართებოდა დღეს შეხვედრები მერიაში, გვიპასუხა: „პრესსამსახურს დაურეკეთ და იქ დეტალურად მოგახსენებენ შეხვედრის მიზეზებს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლებს ქალაქში გზების დახაზვის საკითხზე ესაუბრნენ: „ქალაქის განვითარების თემასთან დაკავშირებით მუშაობს მერია, პარკინგები უნდა დაიხაზოს და ტქსისტებთან ერთად გავდივართ ამ საკითხს”.

შეკითხვაზე, ქალაქში პარკინგისთვის დასახაზ ადგილებს აქამდეც ათანხმებდნენ თუ არა ტაქსების მძღოლებთან, ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიპასუხეს: „ აქამდე არ ვიცი ასე აკეთებდნენ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვათანხმებთ მათთან. ახალი გზაა დაგებული და ახალი პარკინგები კეთდება. ტაქსისტები მთელ ქალაქში დგანან და მათი აზრი მნიშვნელოვანია“.

მერიაში გვითხრეს, რომ დღეს ტაქსის მძღოლები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს და მერის მოადგილეს რუბენ კარაპეტიანს შეხვდნენ.

რატომ დაიბარეს ტაქსის მძღოლები ახალციხის მერიაში

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთი დათიაშვილი – ტაქსის მძღოლი ასპინძიდან [Video]
ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს
ახალციხის მერიაში ახალი თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ახალციხის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება ხვალ შედგება
ახალციხის  მერიაში სამი პოზიცია ვაკანტური დარჩა
ახალციხის მერიაში 36 ვაკანსიაზე 301 განაცხადი შევიდა
რა ოდენობის ხელფასებს აიღებენ ახალციხის მერიაში