FM97.5 / LIVE

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება

მთავარისიახლე, არჩევნები 14.11.2018
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა. ცესკოს ეს გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციური პარტიების პროტესტის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიუხედავად.

არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს გაიმართება

გადაწყვეტილება ცესკოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კამათის ფონზე დაამტკიცეს. ცესკომ გადაწყვეტილება ცხრა ხმით მიიღო.

სხდომა, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ოპოზიციამ კამათის შემდეგ დატოვა.

საზღვარგარეთის უბნებში, 20:00 საათის ნაცვლად, 24:00 საათამდე გაგრძელდება საარჩევნო პროცესი.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, ცესკოში დღევანდელ დისკუსიას, რასაც არჩევნების თარიღის გამოცხადება მოჰყვა, “აზრი არ ჰქონდა”, რადგან ეს თარიღი უკვე წინასწარ იყო დადგენილი “ქართული ოცნების” მიერ.

14 ნოემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ამავე დროს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია, არჩევნების თარიღი იქამდე დაასახელა, სანამ ცესკო თარიღს გამოაცხადებდა.

საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდა.

სხდომის შემდეგ ცესკომ 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკოს სხდომა, სადაც მეორე ტურის თარიღი უნდა დანიშნულიყო გადაიდო
NGO: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს

არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება
არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნოს
არჩევნების მეორე ტურის თარიღი გაირკვა
არჩევნების მეორე ტურის თარიღი 27 ოქტომბრამდე დასახელდება