FM97.5 / LIVE

ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს ზეიმობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.11.2018
დღეს, 11 ნოემბერს ადიგენში ზარზმობის დღესასწაულს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ესწრება.

ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს ზეიმობენ

ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 09:30 საათზე სოფელ ზარზმის მონასტრის ტაძარში სადღესასწაულო წირვა - ლოცვით დაიწყო.

ღონისძიებას ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, მაჟორიტარი დეპუტატი და მოწვეული სტუმრები ესწრებიან.

13:00 საათზე ტაძრის მიმდებარედ კონცეტრი ჩატარდება, 14:30 საათზე მონასტრის სატრაპეზოში მოწვეული სტუმრებს გაუმასპინძლდებიან. 16:30 საათზე კი ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეულ ვეტერან ფეხბურთელებსა და ადგილობრივ ვეტერანებს შორის გაიმართება საფეხბურთო მატჩი.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს უკავშირდება. დღესასწაული ყოველი წლის 11 ნოემბერს აღინიშნება.

სერაპიონ ზარზმელი, რომელიც IX საუკუნეში მოღვაწეობდა, წარმოშობით კლარჯეთიდან იყო. მას ორი ძმა ჰყავდა. სერაპიონის დედა ადრე გარდაიცვალა და შვილები მამამ აღზარდა. რამდენიმე წელიწადში მამაც გარდაიცვალა, სერაპიონი მცირეწლოვან იოანესთან ერთად ოპიზის მონასტერში, მიქაელ პარეხელთან მივიდა და ბერად შედგა, მოგვიანებით კი მიქაელის ბრძანებით მღვდლად იკურთხა.

მიქაელ პარეხელის ბრძანებით, სერაპიონი, იოანე და კიდევ ოთხი ბერი გაემართნენ სამცხისაკენ ეკლესიის საშენებლად და თან წაიღეს ფერისცვალების ხატი, რომელიც ახლად აშენებულ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ. იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და დიდი შემწეობა აღმოუჩინა; მონასტრისათვის უწყალობა მიწა და საშენი მასალა. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს მისცა ჯორ-სახედრები და შესწირა სოფლები. სერაპიონმა დაადგინა მონასტრის ტიპოკონი. სერაპიონი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ზარზმის მონასტერში. დაკრძალულია საკურთხევლის აღმოსავლეთით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
11 ნოემბერს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს [Video]
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე იზეიმეს [Video]
დღეს ადიგენში ზარზმობას აღნიშნავენ